ჭდე: ჟოზე მოურინიუ

Home ჟოზე მოურინიუ
პრობლემა სახელად პოგბა
ჩანაწერი

პრობლემა სახელად პოგბა

ჟოზე მოურინიუ და პოლ პოგბა ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამბობენ, რომ უფრო პოგბაა გაბუტული. ფრანგი ნაწყენია, რადგან პორტუგალიელი ინგლისურ გუნდში რეგულარულად აღარ ათამაშებს. თურმე, როდესაც პოგბას ხელმძღვანელებთან რამე საქმე აქვს, მწვრთნელის ასისტენტ რუი ფარიას მიმართავს ხოლმე. პოგბას აგენტი მინო რაიოლა მზად არის საქმეში ჩაერთოს. ის ხედავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცისა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ურთიერთობა ვეღარ...

კონფლიქტი: მოუ vs შოუ
ჩანაწერი

კონფლიქტი: მოუ vs შოუ

ლუკ შოუს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მოხვედრა, რისთვისაც საჭიროა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ხშირად ითამაშოს. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად სთხოვა 22 წლის მარცხენა მცველმა ინგლისური გუნდის პორტუგალელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შეხვედრა. პასუხად მწვრთნელმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც შოუსთვის ნათელი გახდა, რომ პორტუგალიელთან აღარ დაედგომება. შოუმ მოურინიუსთან ლაპარაკი „კრისტალ პალასთან” თამაშის შემდეგ სცადა. გეხსომებათ, „იუნაიტედი” 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2...

ა-მა-ღამ!
ჩანაწერი

ა-მა-ღამ!

„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა:...

ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში

ჟოზე მოურინიუ ის კაცი არ არის, ვინმეს აუგი სიტყვა რომ შეარჩინოს. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ამჯერად ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შემოელანძღა. მიზეზი: დე ბურმა კომენტარი გაუკეთა პრემიერლიგის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა ორივე გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოურინიუმ რეშფორდი მორუან ფელაინით შეცვალა. სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გააპროტესტა...

მე ან ის!
ჩანაწერი

მე ან ის!

თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა. ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის...

მე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!
ჩანაწერი

მე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!

ბოლო ხუთ შეხვედრაში ჟოზე მოურინიუმ პოლ პოგბა ორჯერ შეცვალა, ხოლო სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ დააყენა. ამის შემდეგ, პორტუგალიელმა ფრანგი ქერინგტონის ბაზაზე თავის კაბინეტთან მიიყვანა და კართან მიმაგრებულ დაფაზე მიუთითა, სადაც გარკვევით ეწერა, ვინ არის გუნდში მთავარი. მწვრთნელმა და ნახევარმცველმა პრობლემებზე ილაპარაკეს. ფეხბურთელმა „განსაკუთრებულს” არ დაუმალა, რომ თანაგუნდელები მისი ტაქტიკით უკმაყოფილოები არიან. შემდეგ, საუბარი საკუთრივ...

ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?
ჩანაწერი

ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია. არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები...

ალექსის სანჩესი ჟოპეა
ჩანაწერი

ალექსის სანჩესი ჟოპეა

თუკი თანამედროვე ფეხბურთში რამე თვალშისაცემია, ეს მწვრთნელების ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას ქიშპი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით კატალონიელი პორტუგალიელს აღემატება, მაგრამ ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში „განსაკუთრებულმა” იძალა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სანჩესი გვარდიოლას ფეხბურთელი იყო და თან სადმე სხვა კლუბში კი არა, თვით „ბარსელონაში” — პეპის დროს „ბარსელონა” განსაკუთრებით რომ „ბარსელონობდა”, მაშინ. აქამდე, როგორც ჟოზეს ისე პეპის...

ხა ხა ხა!
ჩანაწერი

ხა ხა ხა!

დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს. როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები...