კვირას, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან” 0:1 წაგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ჟოზე მოურინუ გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ინტერნეტში ისე დატროლეს, რომ მან თავისი ინსტაგრამი გააუქმა. პორტუგალიელმა ინსტაგრამის ექაუნთი 2016 წელს გახსნა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში. ის აქტიურად პოსტავდა მუშაობისა და ოჯახური ცხოვრების ფოტოებს. არც მიმდევართა რაოდენობას უჩიოდა — 2,8 მილიონი ადამიანი ჩაკირკიტებდა ცნობილი მწვრთნელის ფოტოებს,...
ჭდე: ჟოზე მოურინიუ
მოურინიუს ცუდი წებო აქვს
რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუძლია მეტოქეები საჯარიმოს მოედანთან მიაჯაჭვოს, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელებს უკან დგომას აიძულებს — ასეთია პორტუგალიელის ფილოსოფია. პეპ გვარდიოლამ, რომლის „მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელები პრემიერლიგაში მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა, ამ სეზონში „კარაბაოს“ თასიც მოიგო — მოკლედ „იუნაიტედს”, რომელიც დღეს ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის” ხვდება, ალალად აჯობა. 39 წლის ფერდინანდი აღიარებს, რომ...
ესეც თქვენი რეშფორდი
ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა. მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან,...
დე ხეა საუკეთესოა, ქერიკი — დიდი კაცი!
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” დიდ ფეხბურთელს კარგავს, მაგრამ დიდ ადამიანთან განაგრძობს ურთიერთობას — ეს სიტყვები პორტუგალიელმა მაიკლ ქერიკს უძღვნა. „იუნაიტედის” ყოველწლიურ საკლუბო დაჯილდოების ცერემონიალზე 36 წლის ქერიკი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს, თუმცა ის მოურინიუს სურვილითა და ნებართვით მწვრთნელის დამხმარეთა და თანაშემწეთა გუნდში იწყებს მუშაობას. „18 წლიანმა სამწვრთნელო კარიერამ მაჩვენა, რომ ჩემთვის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე...
რუი მეთოთხმეტე
„სანმა” რომ არ გამოქექოს, ისეთი არაფერია ამქვეყნად — „არსენალის” მომავალ მწვრთნელად რუი ფარიას კანდიდატურას განიხილავენო. რუი ფარია „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტია. ამრიგად, „მეთოფეებს” უკვე 14 კაციანი სია აქვთ ჩამოწერილი. ზაფხულზე, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ამ თოთხმეტიდან აარჩევს. ვინმეს მოურინიუს მარჯვენა ხელზე ლაპარაკი შეიძლება არასეროზულად ეჩვენოს, მაგრამ არის ხალხი ვინც...
იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი
ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური...
ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ
არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიუს სთხოვს ბოლო შეხვედრისას მაინც არ „ურქინოს”. თუმცა, იქნება კი ეს ამ ორი დიდი მწვრთნელის ბოლო დაპირისპირება? „მანჩესტერ იუნაიტედი” „არსენალს” კვირას, საქართველოს დროით 19 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობს. ვენგერმა „განსაკუთრებულს” მას-მედიით მიმართა: „ნუ მკრავ ხელს ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში. მშვიდობიანად მინდა წავიდე” შემდეგ ფრანგმა დასძინა:„მოურინიუ დიდი მწვრთნელია. მინდა მას და ყველა სხვას კეთილად...
მოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ
საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”...
ერთი კვირის წინანდელი გამომეტყველება
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბორნმუთს” 2:0 მოუგო, პოლ პოგბამ კარგად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ ფრანგ ნახევარმცველზე სულ კარგი სიტყვები თქვა. და მაინც, ინგლისელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ „განსაკუთრებულის” ჟესტიკულაცია სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ფეხბურთელი, რომელშიც „იუნაიტედმა” თავის დროზე 105 მილიონი ევრო გადაიხადა, პორტუგალიელმა მე-80 წუთზე მაინც შეცვალა. არადა, პოგბამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის: მიმდინარე სეზონში მოუმ...
მოურინიუ ბიჭებს დაერია
ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს თავისი ფეხბურთელებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად გამოიყენებს. არადა, მეტოქე „ტოტენჰემია”. პორტუგალიელი კვირას, აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩთან” შინ 0:1 წაგებამ გააბრაზა. წაგება წაგებად და ამ სამარცხვინო შედეგმა თანაქალაქელი „სიტი” ჩემპიონი გახადა. ხვალ „იუნაიტედი” პრემიერლიგაში სტუმრად თამაშობს „ბორნმუთთან”, თუმცა „განსაკუთრებულს” გონებაში, რასაკვირველია, მომავალი კვირის სათასო შეხვედრა უტრიალებს. „წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა თქვა: „ზოგიერთს, ვინც „ვესტ...









