ჭდე: ჟოზე მოურინიუ

Home ჟოზე მოურინიუ
თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ
ჩანაწერი

თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს ისე არ აკვირდებიან და აკრიტიკებენ, როგორც მას. პორტუგალიელის აზრით მისი კოლეგები პეპ გვარდიოლა, მაურიციო სარი და იურგენ კლოპი გაცილებით იოლ პირობებში არიან. „მითხარით ერთი, რატომ ტყდება ყოველთვის ერთი ამბავი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დაინახავენ? თან მიზეზს ყოველთვის დისციპლინის დარღვევაში ან მწვრთნელში...

ზოგი ასე უბერავს!
ჩანაწერი

ზოგი ასე უბერავს!

ჟოზე მოურინიუმ ემოცია ვეღარ მოთოკა და სასმელით სავსე ყუთი „ოლდ ტრეფორდის” გაზონზე დაანარცხა. ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი სიბრაზისგან კი არა, სიხარულისგან გაგიჟდა, მისი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. „იუნაიტედმა” „იანგ ბოიზი” დაამარცხა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის წამატებულ დროში მორუან ფელაინიმ გაიტანა. სწორედ ამ გოლმა გამოიწვია პორტუგალიელის ის რეაქცია, რომელმაც ცალკე გულშემატკივრები და ცალკე...

კალენდარია თუ ავდარია?!
ჩანაწერი

კალენდარია თუ ავდარია?!

ჟოზე მოურინიუს მატჩისშემდგომი კომენტარები საქვეყნოდ ცნობილია — მწარედ თქმა იცის, გადაბრალებაც სჩვევია. ამჯერად, მანჩესტერულ დერბიში 1:3 დამარცხების შემდეგ მან თქვა, რომ წაგების თავი და თავი „სიტის” იოლი და „იუნაიტედის” გადატვირთული კალენდარი იყო. გადავხედოთ გუნდების ბოლო კვირას. „წითელმა ეშმაკებს” ორივე თამაში სტუმრად ჰქონდათ — პრემიერლიგაში „ბორნმუთთან” და ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსთან”; „ქალაქელებმა” კი შინ 6 გოლი გაუტანეს...

გამღიზიანებელი
ჩანაწერი

გამღიზიანებელი

ჟოზე მოურინიუს ტურინში მოედნის დასატოვებლად სკაუტების ესკორტი დასჭირდა. მიზეზი: „განსაკუთრებულმა” მორიგი განსაკუთრებული საქციელი ჩაიდინა — იტალიელი მაყურებლის გასაღიზიანებლად ყურზე ხელი მიიდო. ეს „ბებერი ქალბატონის” ავტოგოლის ავტორმა ლეონარდო ბონუჩიმ დაინახა და პორტუგალიელთან საქმის გასარჩევად მივიდა. ვითარება დაძაბული იყო. ავტოგოლი ვახსენეთ… ბონუჩიმ თავისი გუნდის კარში გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. მცველის ეს უიღბლობა მასპინძელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა — მისი...

ის იქით, ეს აქეთ
ჩანაწერი

ის იქით, ეს აქეთ

გარეთ ბეილი სულ დამტვრეულია, ქარიმ ბენზემა საკუთარი თავის ჩრდილია… „რეალში” სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, „ლოს ბლანკოსს” რომ არ შეჰფერის და ამიტომაც ამბობენ, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის წყალი აქვს შეყენებულიო. ამ ბოლო დღეებში კი გავრცელდა ჭორი, რომ ფლორენტინო პერესს „სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ ჟოზე მოურინიუს დაბრუნება უნდა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა...

მანჩესტერი მაინც მოხვდა საცობში
ჩანაწერი

მანჩესტერი მაინც მოხვდა საცობში

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაზე დაიგვიანა. პირველი დაგვიანების ამბავი გუშინ გიამბეთ წერილში, „დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება”. ეს ამბავი „სევილიასთან” თამაშის დღეს მოხდა და ამის გამო კლუბი უეფამ 13 ათასი გირვანქით დააჯარიმა კიდეც. დაგვიანების მიზეზი ავტობუსის საცობში მოხვედრა იყო. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ჟოზე მოურინიუმ სასტუმრო შეცვალა და „იუვენტუსთან” თამაშის წინა დღეს გუნდი...

დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება
ჩანაწერი

დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება

დღეს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „იუვენტუსს” მასპინძლობს და ამ თამაშის წინ ჟოზე მოურინნიუს გუნდმა სასტუმრო შეცვალა. არა, აქ კარგად და ცუდად დაცდა არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წინა ტურში, როდესაც მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებოდნენ, ისინი სასტუმროდან „ოლდ ტრეფორდისკენ” გზაზე ანუ თავიანთ ქალაქში თავად მოხვდნენ ისეთ საცობში, რომ სტადიონზე დარეკვა და თამაშის გვიან დაწყება მოუხდათ. ამის...

სარიმ ჟოზეს თავისი ასისტენტი მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა
ჩანაწერი

სარიმ ჟოზეს თავისი ასისტენტი მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა

ინგლისში წერენ, მაურიციო სარიმ შეიძლება „ჩელსის” გულშემატკივართა რისხვა მოიმკას, რადგან ჟოზე მოურინიუზე თქვა, მეტ პატივისცემას იმსახურებსო. შაბათს, მას მერე, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” დასავლეთ ლონდონელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული 2:2 ითამაშეს „ჩელსის” ფანები ტრიბუნებიდან მოურინიუს ლანძღავდნენ, ხოლო ის მათ სამ თითს აჩვენებდა — მე აქ, თქვენთვის, უმადურებისთვის, სამი ტიტული მაქვს მოგებულიო. უკან არც „ლურჯების” ახლანდელმა თავკაცმა დაიხია. მან...

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა
ჩანაწერი

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა

ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ინტერვიუში თქვა, რომ ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედზე” კონცენტრირება გაუჭირდა. მოგეხსენებათ, რუსეთში გამართულ მონდიალზე საფრანგეთმა გაიმარჯვა. „ლურჯები” ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან. შემდეგ კი დაიწყო ყოველდღიურობა: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასის შეხვედრები… ნახევარმცველს იმას ვერავინ დასწამებს, რომ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ერთიანად უფერულია — გამობრწყინებები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ „მანჩესტერ...

ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი
ჩანაწერი

ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი

„მანჩესტერ იუნაიტედის”, უფრო სწორად კი ჟოზე მოურინიუს ამბავი უკვე სერიალის სახეს იღებს. კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ მის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მიყვანას აპირებს, პორტუგალიელი კი შეფებთან იანვრის სატრასფერო ფულზე აპირებს ლაპარაკს. მოკლედ, ასეა: ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფისში დირექტორატის შეხვედრაა დანიშნული, მანამდე კი მოურინიუ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს უნდა შეხვდეს. ამბობენ, შეხვედრა სადმე ლონდონში გაიმართებაო....