გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...
ჭდე: ჟოზე მოურინიუ
სულშერმა თქვა სიტყვა სისულელე
ოლე გუნარ სულშერს პირველად წამოსცდა წინამორბედის ჟოზე მოურინიუს კრიტიკა: ტაქტიკას, რომელიც მას „მანჩესტერ იუნაიტედში” მემკვიდრეობით ერგო, სულელური უწოდა. ნორვეგიელმა, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” დროებით მიიყვანეს, გუნდს ზედიზედ ექვსი თამაში მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 18 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც მოურინიუ „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინგლისურმა პრესამ ყურადღება მიაქცია, რომ სულშერი აქამდე ფრთხილად იყო, ცდილობდა...
ჟოზე რეალს მოუ ბრუნდება?
ჟოზე მოურინიუს „რეალიდან” დაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება სურს. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისურმა „სანმა”. მოგეხსენებათ, „რეალს” მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი უდგას სათავეში, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ბოლო ტურში „რეალ სოსიედადთან” 0:2 წაგების შემდეგ მადრიდელები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „ბარსელონას” 10 ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რომ პერესმა მოურინიუ,...
ფული პრობლემა არ არის!
„ბენფიკას” ხელმძღვანელებმა ჟოზე მოურინიუს შეუთვალეს, ფული პრობლემა არ არის, შენ ოღონდ პორტუგალიაში დარჩი და მუშაობა ჩვენს კლუბში დაიწყეო. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაცს თანამემამულეები ლისაბონში დამკვიდრებას თხოვენ, თუმცა იმავდროულად დაირხა ბევრისთვის მოულოდნელი ხმა, რომ ფლორენტინო პერესმა ის შეიძლება „რეალში” დააბრუნოს. „ბენფიკამ” გასულ კვირაში თანამდებობიდან რუი ვიტორია მოხსნა და ახალი თავკაცის ძიებაშია. 55 წლის მოურინიუ კი დეკემბერში...
მოურინიუ მათნაირი არ არის
„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდების შემდეგ ჟოზე მოურინიუმ პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჯერ „სქაი სპორტს” უთხრა ორიოდ სიტყვა, შემდეგ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. „განსაკუთრებულმა” „სქაისთან” ლაპარაკში თქვა: „ამიერიდან, „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ჩემგან, ჩემი მომავალი კი „მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის დამოუკიდებელი. ამაზე მეტი რატომ უნდა ვილაპარაკო? ჩემს გრძნობებს არავის გავუზიარებ, ფანებსაც კი. მორჩა და გათავდა. გუნდიდან წასვლის საკითხისადმი ჩემი...
დიდი კლუბის გამანადგურებელი!
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიუ მაშინ გაუშვა, როდესაც გუნდი პრემიერლიგის ლიდერს „ლივერპულს” 19 ქულით ჩამორჩებოდა. „მოურინიუ კარგავდა ქულებს და ფეხბურთელების პატივისცემას”, — დაწერა ცხელ გულზე ინგლისელმა ჟურნალისტმა ნილ ეშტონმა. მისი და მრავალი სხვა მიმომხილველისა თუ ჩვეულებრივი გულშემატკივრის აზრით ის ადრეც უნდა გაეგდოთ. „ჟოზე მოურინიუ უკვე მესამე წელიწადს ატარებდა „იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობაზე. ის დიდ კლუბს ანადგურებდა!” ეშტონის...
ევრა?
„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს. ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ...
სინამდვილეში ვინ ზრუნავს მანჩესტერ იუნაიტედზე?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ მისი აგენტის ჟორჟი მენდისის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს — მენდისის აზრით კი მართალია „განსაკუთრებულს” დღენიადაგ აკრიტიკებენ, მაგრამ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან არავინ მოხსნის. ბევრმა პორტუგალიელი ბიზნესმენის ამ განცხადებას სენსაციური უწოდა, რადგან მართლაც ასეა: დღე ისე არ გავა, ხან პოჩეტინიო რომ არ დაასახელონ მოურინიუს შემცვლელად, ხან ზიდანი და ხან კიდევ ვინმე...
მწვრთნელის ყიდვა…
„მანჩესტერ იუნაიტედი” 40 მილიონი გირვანქის გადადებას აპირებს — „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მომავალი სეზონიდან მათი გუნდი მაურისიო პოჩეტინიომ გაწვრთნას და როგორც ჩანს ამ თანხის „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” გადახდას აპირებენ. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა აზრით არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ისინი გუნდს ანდობენ. საინტერესოა, რომ „იუნაიტედის” ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს კონტრაქტში ჰქონია პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ის გუნდს...
პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ვირუსია, რომელმაც მისი გუნდი დააავადა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საუთჰემპტონში, „სენტ მერის” სტადიონზე პირდაპირ გასახდელში, თანაგუნდელების თვალწინ შეუტია. „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ხმების თანახმად სწორედ იქ უწოდა ჟოზემ პოგბას ვირუსის გამავრცელებელი. „შენ იმ ვირუსიან ადამიანს ჰგავხარ,...

