ჭდე: ჟოზე მოურინიუ

Home ჟოზე მოურინიუ
ქამბექი პოგბას ტაქტიკით
ჩანაწერი

ქამბექი პოგბას ტაქტიკით

შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის” ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან” 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს. კერძოდ, როდესაც პორტუგალიელ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის უკითხავს, აბა თქვენი აზრით რა არის შესაცვლელიო,...

ვის შეაგინა ჟოზე მოურინიუმ პორტუგალიურად?
ჩანაწერი

ვის შეაგინა ჟოზე მოურინიუმ პორტუგალიურად?

ჟოზე მოურინიუ სამსახურიდან გაგდებას გადარჩაო, წერენ ინგლისური წყაროები. მისი „მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე მე-10 წუთზე შინ 0:2-ს აგებდა „ნიუკასლ იუნაიტედთან”, მაგრამ ბოლო 20 წუთში თამაშის სასწაულებრივ მოტრიალება და 3:2-ის მოგება შეძლო. გახარებულმა თუ გადარეულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა შემდეგ BT Sport-ის კამერას ჩახედა და… შეაგინა. ხსენებული კამერა აღელვებულ მწვრთნელს გვერდით მოსდევდა. „განსაკუთრებულმა” კი, როგორც მერე გაირკვა, ობიექტივს პორტუგალიურად უთხრა: fodas...

სამწუთიანი პრესკონფერენცია
ჩანაწერი

სამწუთიანი პრესკონფერენცია

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0 ითამაშა — სხვა სიტყვებით, ჟოზე მოურინიუს შეგირდებმა ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ ოთხი შეხვედრა ვერ მოიგეს. თუ ისინი ხვალ, 6 ოქტომბერს, შინ „ნიუკასლ იუნაიტედსაც” ვერ აჯობებენ, გამოვა, რომ ეს იქნება სეზონის  უარესი სტარტი „ოლდ ტრეფორდზე” 1989-90 წლების სეზონის შემდეგ. დღეს დილით ჟოზე მოურინიუს ტურის წინა პრესკონფერენცია ჰქონდა, რომელიც სულ 3 წუთსა...

ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო
ჩანაწერი

ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ბოლო ცნობა ის არის, რომ ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემთხვევაში, კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ანუ აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავს. როგორც გახსოვთ, აქამდე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს ასახელებდნენ, ახლა კი პოჩეტინიოზე დაიწყეს ლაპარაკი. მთავარი სიახლეც სწორედ ეს არის. მიზეზი: თურმე ვუდვორდი ფიქრობს, რომ ზიდანს „რეალში” სხვა...

ჯერ წავიდესო და მერე უი, შემეშალაო
ჩანაწერი

ჯერ წავიდესო და მერე უი, შემეშალაო

ანტონიო ვალენსიას მობოდიშება მოუხდა — მან „ინსტაგრამზე” დაალაიქა პოსტი, რომლის ავტორიც ჟოზე მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდა. მანჩესტერელთა ეკვადორელმა კაპიტანმა თავში ხელები წაიშინა, ეს რა შეცდომა მომივიდა, პოსტი არც კი წამიკითხავს ხელი ლაიქისკენ ისე გამექცაო. მოურინიუ საშინელი კრიტიკის ობიექტია და გუშინ, ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0-ის შემდეგ ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. მანჩესტერელებმა ესპანელ...

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა
ჩანაწერი

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა. მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება. ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია,...

პირადად დაურეკა!
ჩანაწერი

პირადად დაურეკა!

The Sun-მა შეიტყო, რომ ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიუს დაურეკა — ისეთი ამბავია ატეხილი, არ იფიქრო, თითქოს რაღაც მანქანებით ძირს გითხრიდეო. ზიდანი აღმოსავლელი კაცია, მარსელის ქუჩებში გაზრდილი და როგორც ჩანს ცხოვრებაში სხვა მორალური კოდექსით ხელმძღვანელობს. ზიზუს „განსაკუთრებულისთვის” უთქვამს, ერთადერთი, რაც მე ჩემს აგენტებს ვთხოვე იმის გარკვევა იყო, ოდესმე „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის ძებნას თუ დაიწყებდა, ჩემი...

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის
ჩანაწერი

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის

როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და  „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც,...

ან პოგბა ან მოურინიუ
ჩანაწერი

ან პოგბა ან მოურინიუ

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელისა და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს. მათ საჯარო კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც „განსაკუთრებული” ელის, რომ კლუბის ბოსები მას დაუჭერენ მხარს. კონფლიქტი საჯარო იმიტომ გამოვიდა, რომ ვარჯიშზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, Sky TV-ს კამერები იდგა. ჩანაწერში ისმის, როგორ დაუძახა მწვრთნელმა ფეხბურთელს „მოშორდი აქედან”. შელაპარაკების მიზეზი...

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!
ჩანაწერი

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!

ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ პოლ პოგბა მათ აღარასოდეს უკაპიტნებს. როგორც „სანმა” შეიტყო, „განსაკუთრებულმა” ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს სამკლავური შაბათს, „ვულვზთან” 1:1-ის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო „მოხსნა”, თუმცა ოფიციალურად ის დააბრალა, მოედანზე უგულოდ იყავიო. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ გაირბინა შავმა კატამ. პოგბამ მოურინიუს ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა, პორტუგალიელმა კი საპასუხოდ „ორთქლი...