ბოლო ცნობების თანახმად ჟოზე მოურინიუმ მოთმინება დაკარგა და ანტონი მარსიალს კარისკენ მიუთითა — ამბობენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ან „არსენალში” გადავა ან „ტოტენჰემ ჰოთსპურში”. აქამდე კი ცნობილი იყო, რომ თავად მარსიალმა შეიკავა თავი ახალი კლუბის აქტიური ძიებისგან. ფეხბურთელმა იფიქრა, ჩემამდე შეიძლება თავად მოურინიუ გააგდონ და რატომ ვიჩქარო, იქნებ ის წავიდეს და მე დავრჩეო. მოურინიუსა და მარსიალს...
ჭდე: ჟოზე მოურინიუ
ჟოზეს ციხე მიუსაჯეს
ჟოზე მოურინიუს ესპანეთში თაღლითობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პორტუგალიელს ქვეყნის საგადასახადო სამსახურებისთვის დაახლოებით 3,2 მილიონი ევრო დაუმალავს. გაზეთი „ელ მუნდო” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დანაშაული აღიარა. მას ორ უკანონო ქმედებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლომ თითოეულისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიუხედავად „რეალის” ყოფილი მწვრთნელი ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს. მიზეზი: ესპანეთში არის კანონი,...
ფილ ბერდსლი ბოღმა ჰერბერტია
ფილ ბერდსლი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოძულე ორპირა ჰერბერტიაო, თქვა მარკუს რეშფორდის ბავშვობის მწვრთნელმა დეივ ჰოროკსმა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰერბერტი კაცის სახელი იყო, მაგრამ თურმე ჰოროკსის თაობის ინგლისელების ჟარგონზე ცუდ კაცსაც ნიშნავს. ამრიგად, ლინგვისტურმა ძიებამ შედეგი მოგვიტანა, გავიგეთ, რანაირად შეიძლება ფილი ჰერბერტი ყოფილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხოლო ის, თუ რატომ არის ფილი ჰერბერტი, „სარბიელის” მკითხველმა იცის: „ტარფ...
რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის
მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა. რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ის მოედანზე 61-ე წუთზე ალექსის სანჩესის ნაცვლად შეუშვეს, 71-ე წუთზე კი უკვე ხსენებული ინციდენტი...
მძიმე პროგნოზი მანჩესტერ იუნაიტედს
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ვეტერანმა ჰოლანდიელმა მეკარემ 47 წლის ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიუს გუნდს დიდი წვალება ელის. პრემიერლიგა სულ სამი ტურის დაწყებულია, „იუნაიტედი” კი თანაქალაქელ „სიტის” უკვე 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლივერპულს” კი ექვსით. ჟოზე მოურინიუს სამსახური სათუოა. „დეილი ექსპრესი” წერს, რომ მართალია პორტუგალიელს ამ ეტაპზე კლუბის აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მხარს...
მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი...
სამით ორი მოურინიუს სასარგებლოდ
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წააგო და გამწარებულმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები დაცოფა. პორტუგალიელი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნება ნამდვილად აღარ აქვს გარანტირებული, შინ დიდი ანგარიშით მარცხის გამო განაწყენებული იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მას ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტებმა ფანების რეაქციაზეც ჰკითხეს. „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი მთელი 25 წელია არ ჰქონია. გულშემატკივრის...
იანვარში ჟოზეს ბაზარში გაუშვებენ
„სანმა” გაარკვია: ჟოზე მოურინიუ იანვარში სატრანსფერო ბაზარს დაუბრუნდება. ვის შეძენას შეეცდება „მანცესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჯერ არ ამბობენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ „იუნაიტედის” ბოსები „განსაკუთრებულს” ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თუ შერჩეული ფეხბურთელის დონე და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკამ მოურინიუ ცენტრალური მცველის გარეშე დატოვა. „განსაკუთრებულს” სამიდან ერთი სურდა:...
მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ...
ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს
გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს, აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს ბრალი ჟოზე მოურინიუსთვის ძირის თხრაში დასდო. ნევილი გააღიზიანა ვუდვორდის სეზონისწინა პრესკონფერენციამ, სადაც მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ იყიდეს „წითელმა ეშმაკებმა” მცველი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა. ნევილმა თქვა: „ვუდვორდმა ახსნა, რატომ არ იყიდა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზესთვის სასურველი მცველები. მან თქვა ფრაზა, „ამიტომაც არ დავუჭირეთ მოურინიუს...









