იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია. შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს...
ჭდე: პრემიერლიგა
აზარი — ევროპის საუკეთესო!
მაურიციო სარი ამბობს, რომ ედენ აზარს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მან დაცვაზე ზრუნვას თავი დაანებოს და საკუთარი საჯარიმოდან შორს, მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალოს. „ჩელსიმ” მე-5 ტურში „კარდიფს” 4:1 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი ბელგიელმა გაიტანა. მას ჰეთ-თრიკი ოთხ წელიწადზე მეტია არ შეუსრულებია. ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამკვიდრდნენ. გახარებულმა...
რეშფორდი ლუკაკუს ვერასდროს აჯობებს
მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა და მზად არის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად იბრძოლოს. თუ თავდამსხმელი ამას ვერ შეძლებს, ზაფხულზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს — ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში ყოველ ტურში გარანტირებული ექნება. რეშფორდის თემა იმიტომ წამოიწია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” მომუშავე მავანმა წყარომ „სანს” უთხრა: „მარკუსს ჩვენი კლუბი ძალიან კი უყვარს...
მძიმე პროგნოზი მანჩესტერ იუნაიტედს
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ვეტერანმა ჰოლანდიელმა მეკარემ 47 წლის ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიუს გუნდს დიდი წვალება ელის. პრემიერლიგა სულ სამი ტურის დაწყებულია, „იუნაიტედი” კი თანაქალაქელ „სიტის” უკვე 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლივერპულს” კი ექვსით. ჟოზე მოურინიუს სამსახური სათუოა. „დეილი ექსპრესი” წერს, რომ მართალია პორტუგალიელს ამ ეტაპზე კლუბის აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მხარს...
ძირს ხილის წვენი, გაუმარჯოს არსენალს!
„არსენალის” ბასკი თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელების კვების რაციონში მკაცრად ჩაერია და ბევრი რამ, მათ შორის ხილის წვენი აკრძალა. „მეთოფეთა” ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კარგი შედეგებისთვის მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, სწორი კვებაც აუცილებელია. ესპანელს სურს, არსენ ვენგერის მემკვიდრეობა გააუმჯობესოს და სულ მცირე, ჩემპიონთან გასული სეზონის 37 ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს. ფაქტია: ქულებით საბოლოო ცხრილში „არსენალი”...
სამით ორი მოურინიუს სასარგებლოდ
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წააგო და გამწარებულმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები დაცოფა. პორტუგალიელი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნება ნამდვილად აღარ აქვს გარანტირებული, შინ დიდი ანგარიშით მარცხის გამო განაწყენებული იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მას ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტებმა ფანების რეაქციაზეც ჰკითხეს. „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი მთელი 25 წელია არ ჰქონია. გულშემატკივრის...
აზარს არ ეშინია
ედენ აზარმა პრემიერლიგის ძვალთა მტვრეველებს შეუთვალა, თქვენი ხერხებით ვერ გამაჩერებთო. შაბათს „ჩელსიმ” „ნიუკასლს” 2:1 მოუგო. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბელგიელმა ახალ სეზონში „ლურჯების” სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მასპინძლებმა მას ათლეტური ფეხბურთი დაუპირისპირეს, რის გამოც აზარმა თამაშის დიდი ნაწილი გაზონზე წაქცეულმა გაატარა. მოგეხსენებათ, აზარი „რეალში” ცდილობდა გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაიჩარხა. ბოლოხანს ითქვა, მადრიდელთა სათავეში ზინედინ...
პეპს პორტუგალიელი პირლო სურს
21 წლის პორტუგალიელ რუბენ ნევესს „მანჩესტერ სიტიმ” დაადგა თვალი და დიდი შანსია ზამთარში, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ისევ გაიხსნება, მასში „ვულვერჰემპტონ ვონდერერზს” 60 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. ინგლისის ჩემპიონთა თავკაც პეპ გვარდიოლას კვლავაც უნდა ნახევარმცველის შეძენა. ის ვერ შეჰგუებია, რომ ბრაზილიელი ჟორჟინიო მან კი არა, „ჩელსიმ” იყიდა. კატალონიელი მწვრთნელი არარსდროს მალავდა, რომ თუ მისთვის ხელსაყრელი ფეხბურთელი გამოცნდებოდა,...
როცა ქალი კარიერას ანგრევს
ორი დღეა ინგლისში ვერაფრით გაურკვევიათ რატომ დაანება მსაჯობას თავი 32 წლის ბობი მედლიმ, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. გუშინ მსაჯთა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მედლი „პირადი მიზეზების გამო” გადადგა, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანი ნათქვამი იყო, რომ ინგლისურ სოციალურ სივრცეში მკითხაობა, დანარჩენ მსოფლიოში კი მცირე რეაქცია გამოიწვია. მედლიმ პრემიერლიგაში პირველად 2013 წელს იმსაჯა, ეს გახლდათ „საუთჰემპტონისა” და „ვესტ...
მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...









