ინგლისში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერლიგასა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას სასწრაფო შეხვედრას სთხოვს — ხელფასის საკითხებზეა სალაპარაკო. აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც „ლესტერმა” „ასტონ ვილას” 4:0 მოუგო და მას მერე ფეხბურთის სამშობლოში ბურთი აღარ გაგორებულა. ინგლისელებმა სხვადასხვა ლიგაში ჩემპიონატები მას მერე შეწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მიკელ არტეტა და კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსით იყვნენ ავად. თავდაპირველად...
ჭდე: პრემიერლიგა
რუსული რულეტი პრემიერლიგაში
თუკი პრემიერლიგა სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ ხუთ კვირას არ მისცემს, ჩათვალეთ, რომ ისინი რუსულ რულეტს თამაშობენ! ასე მძაფრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჰოლანდიელმა რაიმონდ ვერჰეიენმა, რომელიც „ბარსელონაში”, „მანჩესტერ სიტიში” და უელსის ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად არის ნამუშევარი. ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასაწყისში ბურთი მართლა რომ გაგორდეს, ფეხბურთელები...
უშველეთ ფეხბურთელებს!
პრემირლიგის ფეხბურთელები ლამისაა აჯანყდნენ! ჯერ თუ არა, მერე ნამდვილად აჯანყდებიან! ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ისინი საშველს პროფკავშირებში ეძებენ. უკვე დაუწყიათ მოლაპარაკებები პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან. მიზიეზი: ცნობილია, რომ წამყვანი ევროპული ლიგების შეფებს შეწყვეტილი პირველობების აღდგენა, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება და შემდეგ ახალი სეზონის დაწყება აქვთ განზრახული. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამას 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატიც...
ალან შირერის ბლოგი
სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება. მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს. დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ...
ზარალი
თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონი არ განახლდება, ინგლისურმა ფეხბურთმა შეიძლება 10 მილიარდი გირვანქა დაკარგოს. პრემიერლიგის შეფების მონაწილეობით მომდევნო თათბირი სამშაბათს არის დანიშნული. სავარაუდოდ ეს იქნება ონლაინ-შეკრება, სადაც შეეცდებიან მდგომარეობის გადარჩენის ახალი გზები დასახონ. არადა, როგორ გინდა დასახო გზა, როდესაც ხელისუფლება მასობრივ თავყრილობებს კრძალავს. უფრო სავარაუდოა, რომ სეზონს, რომელსაც „ლივერპული” 25 ქულიანი უპირატესობით იგებდა, წერტილი დაესმება. „დეილი...
პრემიერლიგას განულებაც ემუქრება
სამკვირიანი შეჩერება კი გადაწყვიტეს, მაგრამ დიდი შანსია პრემიერლიგის შეფებს სეზონის დასრულებულად გამოცხადება მოუწიოთ. ყოველ შემთხვევაში ზეწოლა დიდია და ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების დინამიკაც ამას უწყობს ხელს. ინგლისის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ლიგის 20 მეწილე ვერდიქტის გამოსატანად ორიოდ დღეში შეიკრიბება. რას შეიძლება ველოდოთ? სულ მცირე ორ კლუბს გაუხარდება თუკი სეზონი გაუქმდება და „ლივერპული” 1990 წლის...
სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი
კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი...
კორონაინგლისი
ბრიტანეთის სპორტისა და მაუწყებლობის ბოსები ორშაბათს ლონდონში არიან დაბარებულები. მთავრობამ დიდი თათბირი დაგეგმა. კორონავირუსს უნდა მოუხერხონ რამე. ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი სპორტული ღონისძიებების მომწყობებს აქა-იქ კი ხვდებოდნენ და რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ თათბირზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ყველა სახეობის წარმომადგენელს შეეკითხებიან, რამდენად შეუძლიათ მათ (ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა) იტალიასავით მაყურებლის გარეშე ჩაატარონ შეჯიბრებები. იტალიამ,...
ლივერპულს გულზე მოეშვა
ოცნება დაუმარცხებელი სეზონის შესახებ დაიმსხვრა. ახლა იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ გატყდება და დასახულ მიზნებს ახალი ძალით შეუტევვს. თუკი ვინმემ „ლივერპულის” „უოტფორდთან” 0:3 წაგებით გაიხარა, „არსენალის” ფანები არიან. მიზეზი: პრემიერლიგაში, დაუმარცხებელი ჩემპიონები მხოლოდ არსენ ვენგერის „მეთოფეები” (2003-04) იყვნენ და ასეთად რჩებიან. თან, წაგებაც არის და წაგებაც: 0:3 გუნდთან, რომელიც გავარდნის საშიშროების წინაშე დგას,...
ფაბიანსკი ლივერპულს წაეხმარა
იურგენ კლოპმა თქვა, გაგვიმართლა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი უხეშად რომ შეცდა და გოლი გვაჩუქაო. ამბავი ასე იყო: ინგლისური ფეხბურთის ლიდერი, „ლივერპული”, 1:2-ს აგებდა და „ენფილდზე” ბოლო 13 თვეში პირველი პრემიერლიგური წაგების კონტურები იხაზებოდა (თუმცა თამაშის დამთავრებამდე ჯერ 22 წუთი იყო დარჩენილი), როდესაც ფაბიანსკის მო სალაჰის დარტყმული ხელებში გაუძვრა. ფაქტობრივად დაჭერილი ბურთი (იხ. ვიდეო) რაღაც...









