აწ უკვე გასულ სეზონში დაკნინებულმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ პრემიერლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო დღეს შეინარჩუნა. რობერტო დე ძერბის გუნდმა პალინიას გოლით „ევერტონს“ 1:0 მოუგო და „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუზე“ შეკრებილი ხალხი სიხარულით ცას სწია. შესაბამისად, გავარდა „ვესტ ჰემი“, რომელსაც „ლიდსთან“ 3:0-მა ვერ უშველა. „ჩაქუჩები“ ჩემპიონშიფში „ბარნლისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შეუერთდებიან. არადა, მათ 2023 წელს კონფერენციის ლიგა მოიგეს… ბოლო ჯერზე...
ჭდე: პრემიერლიგა
დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის....
როგორ ითამაშა ალისონმა?
„ლივერპული’’ შინ „მანჩესტერ სიტისთან’’ დრამატულად დამარცხდა – 1:2. 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ათ წუთში ბერნარდო სილვამ ერლინგ ჰოლანდის პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე თავად ჰოლანდმა გაიტანა პენალტი, რომელიც მერსისაიდელთა მეკარე ალისონის უხეშობის გამო დაინიშნა. ამის შემდეგ, თამაშის გადარჩენას მოწყურებულმა ალისონმა თავისი საჯარიმო მოედანი მიატოვა, წინ წავიდა და იქ იმდენ...
ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა
„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაქვითა, მაგრამ 90+5-ზე მაროკოელმა ამინ ადლიმ მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, გუნდმა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო...
ალისონის მოკრძალებული თამაში
„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. „ლივერპული’’ ბურთს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამან პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. მეტოქეებმა ქულები თანაბრად...
ვირტცი!
კარგახნიანი კრიზისის შემდეგ „ლივერპულმა’’ შვებით ამოისუნთქა. სულ რაღაც ორი კვირის წინ „წითლები’’ პრემიერლიგის ცხრილში მე-10 ადგილზე იყვნენ. შემოდგომაზე მათ 0:3 წააგეს „ნოტინგემ ფორესტთან’’, 1:4 დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’. გულშემატკივარს არც თამაშის ხარისხი აკმაყოფილებდა და არც შედეგი, მაგრამ მას მერე არნე სლოტის გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა. მართალია „ლიდსთან’’ და „სანდერლენდთან’’ „ლივერპულმა’’ ფრედ ითამაშა, მაგრამ ხარისხი ყოველ მომდევნო...
სამი გოლი ალისონის კარში
გიჟური თამაში გამოდგა „ლიდსი’’ „ლივერპულის’’ წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. „ელანდ როუდზე’’ მერსისაიდელებმა ორჯერ გაუშვეს უპირატესობა ხელიდან. უგო ეკიტიკემ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო, რის გამოც მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ 73-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა პენალტით შეამცირა სხვაობა, გერმანელმა ანტონ სტახმა კი მალე ანგარიში გაქვითა. მე-80 წუთზე...
ლივერპული შინ წაგებას გადარჩა
„სანდერლენდის’’ ფრანგი მცველის, 28 წლის ნორდი მუკიელეს უიღბლობამ, ფლორიან ვირცის დარტყმული ბურთის თავის კარში ჩაჭრამ „ლივერპულს’’, რომლის კარს კვლავ არ იცავდა გიორგი მამარდაშვილი, ქულა გადაურჩინა. ეს იყო მერსისაიდელების პირველი ფრე მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად. 14 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი 22 ქულით მე-8 ადგილზეა. ლიდერ „არსენალს’’ 33 ქულა აქვს. ანგარიში მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მაროკოელმა...
ლივერპულის საშინელი წაგება მამარდაშვილის გარეშე
„ნოტინგემ ფორესტთან’’ „ლივერპულის’’ 0:3 საშინაო მარცხის შემდეგ გაზეთი „ლივერპულ ექო’’ იხსენებს შარშანდელ ამბავს: არნე სლოტის გუნდი „ფორესტმა’’ 2024-ს სექტემბერშიც დაამარცხა, ოღონდ 0:1 და ეს წაგება „წითლების’’ გულშემატკივრებს სიცილად არ ეყოთ. ისინი თავიანთ უპირატესობაში დარწმუნებულები იყვნენ. დღეს კი „ენფილდ როუდზე’’ აღარავის ეცინება. 22 ნოემბრის შეხვედრას ტრიბუნიდან „ლივერპულის’’ თავმჯდომარე ტომ ვერნერი ადევნებდა თვალს. ამიტომ, როგორც გაზეთი წერს,...
ალისონის დაბრუნების წინ მამარდას ბოლო თამაში
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთე წააგო, ტიტულის პრეტენდენტ „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:3 განადგურდა. გოლები გაიტანეს ერლინგ ჰოლანდმა და ნიკო გონსალესმა პირველ ტაიმში, რასაც ჟერემი დოკუმ შესვენების შემდეგ მესამე დაამატა. ამ შეხვედრაში ლივერპულელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მისი თამაში „ლივერპულ ექომ’’ 7 ქულით შეაფასა, რაც მერსისაიდელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა გახლდათ. გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ სიტყვიერად...









