„ოქროს ბურთის’’ მოგებას ყველაზე მეტად „პარი სენ ჟერმენის’’ ფრანგ თავდამსხმელს ოსმან დემბელეს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ „ჩელსისთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უსახურმა თამაშმა და პარიზელთა მარცხმა (0:3) როგორც ჩანს მის ფავორიტობას მაინც მიაყენა ჩრდილი. გასაგებია, რომ გამოკითხულებმა ერთი თამაშის კი არა, მთელი სეზონის საუკეთესო უნდა დაასახელონ, მაგრამ სეზონის ბოლო აკორდი, მითუმეტეს ფინალი როგორც ჩანს მაინც ახდენს გავლენას....
ჭდე: ოსმან დემბელე
პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი
„ბოტაფოგოსთან’’ გასაკვირი დამარცხების (0:1) მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ირვინის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა. ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლები იყო. „პარიზიენი’’ წერს, რომ პასადენაში წაგებისა და მერვედფინალში ვერგასვლის მიუხედავად პარიზული კლუბის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ხუმრობდნენ და გასული კვირის იუბილარებს, გონსალო რამუშსა და ნუნუ მენდეშს საპატიო დერეფანიც მოუწყვეს. პარასკევის ვარჯიშის მთავარი ამბავი კი ოსმან დემბელეს ჯგუფში დაბრუნება...
დღეს ლოს ანჯელესში ეცხელება
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ გაიმართება. ლოს ანჯელესში ცხელა. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, შეგრძნება კი 37 გრადუსისა იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება. „ჩვენ სიცხის არ გვეშინია,’’ ― განაცხადა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ფრანგული...
დემბელე და თითქმის მთელი პარიზი
ოსმან დემბელე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „პარი სენ ჟერმენის’’ ათ ნომერს ჯილდო საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ დემბელე იმავდროულად ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირიცაა. „პარიზიენი’’ აღნიშნავს, რომ ვარსკვლავმა დაჯილდოების ცერემონიალზე დასმულ კითხვებს იუმორნარევი პასუხები გასცა. ასე მაგალითად, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას იტყვის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, რომელიც პსჟ-ში ლუის ენრიკემ შეურჩია, დემბელემ...
დემბელემ კვირასაც ცალკე ივარჯიშა
სტრასბურში 1:2 დამარცხების მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელები პუასი კამპუსში სავარჯიშოდ გამოცხადდნენ. წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ლუის ენრიკემ ელზასში დაასვენა, კვლავ შეუდგა საქმეს, თუმცა მათ შორის ოსმან დემბელე არ ყოფილა. პარიზელთა გუნდის თავდამსხმელი, რომელმაც „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ფეხი იტკინა, გამოჯანმრთელების გზას ადგას. და მაინც, კვირას ის დარბაზში დარჩა, რადგან ექიმებს გარისკვა...
დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა. დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია....
შეუტევს დემბელე ანრის?
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი 27 წლის ოსმან დემბელე შესანიშნავ ფორმაშია. 2025 წელს მას გოლი გოლზე გააქვს. ბოლო შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში, „ბრესტს’’ ორჯერ გაუტანა და ახლა, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 28 მატჩში 23 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ დემბელეს მოედანი „მშრალად’’ ზედიზედ 8 შეხვედრაში არ დაუტოვებია. ფრანგული პრესა წერს, რომ თავდამსხმელს უკვე შეუძლია ტიერი ანრის რეკორდის...
დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს
ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად...
კვარას 58 წუთი
„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0. მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი...
დემბელე ბარსელონას ბაზაზე ჯერჯერობით არ დადის
„ბარსელონაში” 25 წლის ფრანგი ოსმან დემბელეს შესაძლო დაბრუნება გადაიდო, არადა დღეს გუნდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს. ფლანგის მოთამაშემ კატალონიის დედაქალაქის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ მოილაპარაკა. ის თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა აშკარაა, რომ „ბლაუგრანაში” სურს დარჩენა. ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს განაგრძობენ. „ბარსას” პირობა ასეთია: ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე და ხელფასის 40 პროცენტით შემცირება. კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ...









