ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი...
ჭდე: მექსიკის ნაკრები
ანჩელოტის კაცი
მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
სამში ორი — ბრინჯაო მექსიკისაა
„საიტამას სტადიონზე“ მექსიკის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა მასპინძელ იაპონიას 3:1 მოუგო და ბოლო სამ ოლიმპიადაზე მეორედ მოიგო მედალი. მექსიკელები ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი ბრინჯაო მოიპოვეს. იაპონელები და მექსიკელები შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ. მაშინ, იაპონიამ მეტოქეს 2:1 მოუგო და აი, ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში „ელ ტრემ“ შური იძია. მექსიკელებმა „ლურჯ სამურაებს“ პირველ ტაიმში...
ესპანეთი და ბრაზილია ვაივაგლახით
გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა: ბრაზილიამ და ესპანეთმა დიდი წვალებითა და ვაივაგლახით მექსიკა და იაპონია დაამარცხეს. შედეგად, 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, მექსიკა იაპონიას შეხვდება, ხოლო 7 აგვისტოს, ბრაზილია და ესპანეთი ოქროს მედალს შეეცილებიან ერთმანეთს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ და მექსიკამ საქმე პენალტებამდე მიიყვანეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი...
გერმანია გავა მერვედფინალში თუ…
შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ: გერმანია გავა მერვედფინალში თუ… მოუგებს...
ისევ ცხრა ფეხბურთელისა და 30 მეძავის შესახებ
მსოფლიოს ჩემპიონატს ეტყობა სკანდალები უხდება. მექსიკის ნაკრების 9 ფეხბურთელის და 30 მეძავის ამბავი ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ ვინაიდან ორგიის შესახებ უფრო მეტად და მეტად ალაპარაკდნენ, მოკლედ გავიმეორებთ. მექსიკელებმა შოტლანდიას უმასპინძლეს, 1:0 მოუგეს და ვინაიდან თამაშის მერე მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ ფეხბურთელები ერთი დღით შეკრებიდან გაუშვა, სადღაც მეხიკოსთან ნაქირავებ სახლს მიაწყდნენ. თან 30 მეძავი ჰყავდათ. გაირკვა, რომ ღრეობის...
ბიჭები ქალებისთვის მზად არიან
მექსიკაში სკანდალია: შოტლანდიასთან ამხანაგური თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების ფეხბურთელები ღამით მეძავებში გავარდნენ. არადა, მონდიალის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა. პრესას გაახსენდა, რომ 2011 წლის „კოპა ამერიკას” წინ დაახლოებით ასეთივე ლაღობის გამო მექსიკელთა რვა ფეხბურთელი საერთოდ გააგდეს გუნდიდან. მექსიკური ჟურნალი TV Notas წერს — ფეხბურთელებმა იმიტომ გაინავარდეს, რომ სქოთებთან შინ 1:0 გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდის...






