ოღონდ კი შეინარჩუნოს და მაურიციო სარი მზად არის ედენ აზარს „ჩელსის” კაპიტნობა უბოძოს. არადა, „ჩელსის” იტალიელი მწვრთნელი ბელგიელი ვარსკვლავის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. 150 მილიონ გირვანქად ანუ 168,5 მილიონ ევროდ ღირებული აზარის შეძენას „რეალი” ეშურება და არც ფეხბურთელი მალავს, რომ თუკი შანსი მიეცემა სიამოვნებით გადაბარგდება „სანტიაგო ბერნაბეუზე”. „ჩელსის” კი ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევია. სარი...
ჭდე: მაურიციო სარი
ჩელსი ტიტულისთვის იძოლებს
„ჩელსიმ” მაურიციო სარის თანაშემწედ ჯანფრანკო ძოლა დანიშნა. „ლურჯების” ლეგენდა ბოლო თამაშიდან 15 წლის შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება. ლონდონურმა კლუბმა თავის გულშემატკივარს ახალი ამბავი სწორედ იმ ფოტოთი აუწყა, რომელიც ჩვენი ინფორმაციის მთავარ, შავ-თეთრ ილუსტრაციად გვაქვს გამოტანილი — სარი და ძოლა ავსტრალიური ტურნეს წინ ერთად სხედან თვითმფრინავში. 52 წლის ძოლამ „ჩელსის” ოფიციალურ საიტს უთხრა: „ჩემთვის განსაკუთრებული რამ მოხდა....
კარლო ნეაპოლელი
„ნაპოლიში” ასეთი ამბავია: მაურიციო სარი, რომელმაც გუნდი სერია A-ში 91 ქულით მეორე ადგილზე გაიყვანა, „ჩელსისკენ” იყურება — მართალია ოფიციალურად ნეაპოლელთა თავკაცის თანამდებობიდან ჯერ არ გადამდგარა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ მის ადგილას კარლო ანჩელოტი მივა. ისე, ამ ადგილზე თითქოს ანტონიო კონტეს ელოდნენ, ვითომცდა ლონდონსა და ნეაპოლს შორის მწვრთნელების როქი იქნებაო, მაგრამ ეს ამბავი როგორც ჩანს...


