„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო კვლავ ხმაური ატყდა. ამჯერად ის პორტუგალიელი მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გამოიწვია. მან ფრანგი სასტიკად გააკრიტიკა, თქვა, რომ ის მის კლიენტს უსამართლოდ და უპატივცემულოდ ექცევა. ჯიუფრედიმ ხაზი გაუსვა, რომ მარიო რუი „პარტენოპეელთა” გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და ეს ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის დროს კარგად ჩანდა....
ჭდე: მარიო რუი
მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს ბოდიშს უხდის
მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მოუბოდიშა. გეხსომებათ, რომ ჯიუფრედი დე ლაურენტისს მწარედ დაესხა თავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის კლიენტს პატივს არ სცემს, შემდეგ კი „ნაპოლიმ” პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აგენტმა TvPlay-ს კამერების წინაშე განაცხადა: „დე ლაურენტისს აზრი ჩემი ინტერვიუს გამო ნამდვილად არ შეუცვლია. მან მარიო რუის კონტრაქტი ჩემ გამო...
მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისის წინააღმდეგ
„ნაპოლის” მარცხენა მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TVPlay-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „მინდა ნათელი მოვფინო რამდენიმე საკითხს. მე, როგორც მარიო რუის აგენტი ჩემი კლიენტისთვის ტრანსფერს არ ვეძებდი. მას კარიერის გაგრძელება „ნაპოლიში” სურს. სხვა აზრი არც ჰქონია. ჩვენ უბრალოდ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება გვინდოდა და დარჩენილი ორი წლის ხელფასის მცირედ შემცირებაზეც კი ვიყავით თანახმა, რაც...
ოსიმენის, ლობოტკას და მარიო რუის ჯანმრთელობის შესახებ
გუშინ „ნაპოლიმ” დიმაროში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და შინ დაბრუნდა. ორდღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები 28 ივლისს კვლავ შეიკრიბებიან და კასტელ დი სანგროს მიაშურებენ. როგორც ავღნიშნეთ, „სპალთან” თამაშის შემდეგ დილას, ნეაპოლში გამგზავრებამდე, გუნდმა რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ივარჯიშა. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ამ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს. ის მოედნის კიდესთან იჯდა და მარცხენა ბარძაყზე ყინული...
მარიო რუი დაშავდა
„ნაპოლისა” და „სპალის” ამხანაგური თამაშის 35-ე წუთზე (1:1) ნეაპოლელთა პორტუგალიელმა მცველმა მარიო რუიმ ხელი კუნთზე მოიკიდა და მსაჯს შეხვედრის გაჩერება სთხოვა. ორიოდ წუთში „აძურის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ რუი მატიას ოლივერათი შეცვალა. მოგვიანებით კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია: „სპალეთან შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ბარძაყზე შექმნილი პრობლემების გამო გუნდი იძულებული გახდა მარიო რუი შეეცვალა. მცველის მდგომარეობას რამდენიმე დღეში...
პოლიტანოს საკითხს ცოტა მეტი დასჭირდება
მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Canale 21-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ილაპარაკა: „მას „ნაპოლიში” დარჩენა სურს. ის აქ თავს კარგად გრძნობს. შესაძლოა ამასწინათ აზრი მთლად კარგად ვერ გამოხატა და ჟურნალისტებმა ამით ისარგებლეს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მას დარჩენა და „ნაპოლისთვის” მეოთხე სკუდეტოს მოგება უნდა”. შეგახსენებთ, რომ პოლიტანომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ...
რა შეიძლება მოხდეს ნაპოლიში
ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Canale 21-ის გადაცემაში „ნაპოლის” სატრანსფერო ამბებზე ილაპარაკა. ბოლო ცნობა, რომელიც იტალიის ჩემპიონთა ბანაკიდან გავრცელდა, სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის „იუვენტუსში” გადასვლა გახლავთ. ცნობილია აგრეთვე სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს „ბაიერნში” გადაბარგების ამბავიც. კიარელომ სხვა საკითხებზე შეაჩერა მაყურებლის ყურადღება. „დანამდვილებით ვიცი, რომ არიან კლუბები, რომლებიც ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის ყიდვას ცდილობენ. ამიტომ, ჩემზე რომ...
მარიო რუი და მისი კონტრაქტი
„ნაპოლის” პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიო რუის „პარტენოპეელებთან” 2025 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას პროფესორს ეძახის, სტატისტიკა კი როგორც ამბობენ ჯიუტია და ამბობს, რომ რუის მიმდინარე სეზონში 8(!) საგოლე პასი აქვს შესრულებული. აქ ძახილის ნიშანს პორტუგალიელის ამპლუის გამო ვწერთ. ის რომ გამთამაშებელი, ცენტრალური ნახევარმცველი ან თავდამსხმელი ყოფილიყო, ეს ციფრი...
აგებენ, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს
რამდენჯერაც „ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში წააგო, იმდენჯერ მოედანზე არ იყო მარიო რუი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის როდესაც მარცხენა მცველობას პორტუგალიელი კი არა მატიას ოლივერა წევდა, „ნაპოლი” მარცხდებოდა — პირიქით, ბევრჯერ მოიგო — ანუ უხეში პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია: თუკი „აძური” აგებს, ესე იგი მარიო რუი არ თამაშობს. იგივე მოხდა პარასკევს „ლაციოსთან” შეხვედრაში....
მარიო რუი დასაჯეს
„ნაპოლის” მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან” მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს განზრახ ამოარტყა საზარდულში ფეხი”. 31 წლის პორტუგალიელი ორ შეხვედრას გამოტოვებს: პარასკევს „ლაციოსთან”, რომელსაც „ნაპოლის” ყოფილი...









