ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)...
