კვირას, 20 ოქტომბერს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასპინძლობს და მანჩესტერელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პრობლემის წინაშეა: დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა დროულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ. 15 ოქტომბერს, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში (1:1) დე ხეა მე-60 წუთზე შეცვალეს. ის მოედანზე დაეცა. არადა, ორთაბრძოლაში არ მონაწილეობდა — მიგორებული ბურთისთვის ფეხი უნდა დაერტყა. ესპანელმა თამაშის გაგრძელება...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რად გინდა ბურთი თუ კარში არ დაარტყამ?
„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა. ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც...
ოლეს კვერი ცხვაო
ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა დიდების წლები დაივიწყონ და აღიარონ, რომ მათი გუნდი ის აღარ არის, რაც იყო. ოთხივე მწვრთნელს, რომლებიც „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მივიდნენ, მხრებზე „იუნაიტედის” ბრწყინვალე წარსულის სიმძიმე აწვა. დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის შუაშია და უჭირს დაამტკიცოს, რომ ის გუნდია, რომელიც ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს. სულშერმა თქვა: „ჩვენ 90-იან...
კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს
ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, —...
სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა
გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად...
ვენგერს მანჩესტერში უნდა
არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს. ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ...
მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში. სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე”, პირველლიგელ „როჩდეილს” რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგა ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში მესამე დონეა პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის შემდეგ. „ხშირად მოგვსვლია ასეთი...
უვარგისები
„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად...
ალექსის სანჩესის ბევრი ფული, პრობლემები და მესამე
როდესაც ალექსის სანჩესი „არსენალში“ თამაშობდა, ჟოზე მოურინიუ იმავეს ხედავდა, რასაც მთელი დანარჩენი საფეხბბურთო სამყარო — სწრაფ, აგრესიულ, მკვირცხლ, შემოქმედებით ბომბარდირს. სწორედ ამიტომ გამოგლიჯა ხელიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ თითქმის გადაბირებული ჩილელი ფორვარდი 2018 წლის იანვარში. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს ენითაუწერელ გასამრჯელოზე უწერდნენ ხელს, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებს ერთი რამ გამოეპარათ. მათ ვერ დაინახეს შინაგანი პრობლემებით სავსე, ცოლთან...
გააგდეთ პოგბა!
პოლ პოგბას მანჩესტერელი ვანდალები გასაქანს არ აძლევენ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მასზე სოციალურ ქსელებში თავდასხმა შეწყდა და აი, სიახლეც — „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დაყენებულ ახალ ფირნიშს საღებავით დააჯღაბნეს: გააგდეთ პოგბა! ფირნიშზე, რომელიც, როგორც გითხარით, „„იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დიდი ხანი არ არის რაც დააყენეს, სინამდვილეში აწერია: საგზაო ხიფათის გამო ფეხბურთელებს გაჩერება და ავტოგრაფების დარიგება ეკრძალებათ!...









