საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, – ეს ინფორმაცია „სან ანტონიომ“ ოფიციალურად დაადასტურა. ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ 23 წლის კალათბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც სანდრო გრეგ პოპოვიჩის გუნდმა აიყვანა, კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით, უცნობია. მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის მოხვდა NBA-ს 5-გზის ჩემპიონ კლუბში, რომლის ღირსება თავის დროზე...
ჭდე: მანუ ჯინობილი
მანუ!
დიდი არგენტინელი მანუ ჯინობილი, შედეგების შესაბამისად, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ყოფილა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული მატჩების 72,1 პროცენტი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული. ჯონობილი „სან-ანტონიოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014 წლებში) და ორჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილე. სათქმელია, რომ...
ლებრონი ფლეი ოფში საუკეთესოა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფლეი ოფში ფენომენალურ მატჩებს ატარებს. კალიფორნიულმა გუნდმა დასავალეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში 112:102 დაამარცხა „ჰიუსტონ როკეტსი“, „მეფე ჯეიმსმა“ კი 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება მიითვალა და ლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნა. ლებრონმა ფლეი ოფში 162-ე მატჩი მოიგო და ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მანამდე ჯეიმსს პირველობა დერეკ ფიშერთან...


