ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას,...
ჭდე: მაკრუკი
Home
მაკრუკი
ჩანაწერი
15/10/2017 | 15:3119/05/2026 | 05:45რა, როგორ...
ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...

