რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ...
ჭდე: ლუის ენრიკე
იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?
თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად...
ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ
დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა. „ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, მაგრამ რეალურად, ტოპ კლუბში ამდენ ხანს დარჩენა ძალიან ძნელია. თუ ჩემს წინა...
ლუის ენრიკე: რწმენა არ იყიდება!
„პარი სენ ჟერმენმა’’ პარასკევს „ოსერს’’ სტუმრად 1:0 მოუგო. ეს იყო ძნელი, მაგრამ საჭირო გამარჯვება. პარიზელები მეტწილად აღმაფრენით არ თამაშობდნენ, თუმცა 80-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ მაინც მოახერხა შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა: – ვფიქრობ, ყველაფერი ზედმიწევნით ნათელია. ახლა განსაკუთრებული მომენტი გვიდგას, რადგან სამი დღის წინ პორტუგალიაში ვითამაშეთ. „ოსერთან’’ გამარჯვებით ლიდერ...
ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!
„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’. კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ...
ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს
„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის...
კვარას თამაში არ გამოუვიდა
პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას „ლილთან’’ შეხვედრა, რომელშიც ოსმან დემბელემ ორი ჩინებული გოლი შეაგდო, ხოლო მისმა „პარი სენ ჟერმენმა’’ 3:0 მოიგო, არ გამოუვიდა. მიზეზს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძნელია გააკრიტიკო საიტი maxifoot რომელმაც ქართველს 4 ქულა დაუწერა (მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ სენი მაიულუს ერგო – 3) და სიტყვიერად ასე დაახასიათა: „გარემარბმა უნდილი შეხვედრა ჩაატარა. როდესაც ქართველი ბურთს...
ლუის ენრიკე: რატომ გვემუქრებიან მხოლოდ ჩვენ?
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის დედაქალაქის დერბი მოიგო, „პარიზი’’ დაამარცხა 2:1. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა გაღიზიანება ვერ დამალა. მან თქვა, რომ ოფიციალური პირები ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეხვედრის შეჩერებას აპირებდნენ, რაც უსამართლობა იქნებოდა. როგორც ამბობენ, „პარკ დე პრენსის’’ დიდ ეკრანებზე დაწერეს: „Une seule voix, zéro discrimination ! Les chants discriminatoires sont inacceptables au Parc.’’ (ერთი ხმა,...
უნდა კი ლუის ენრიკეს პარიზში დარჩენა?
ის, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა ბუნებრივია, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი ჯერჯერობით დათანხმებას არ ჩქარობს. „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პარიზში ძალიან პოპულარულია. კლუბის 2024-25 წლების სეზონის დიდი წარმატება მის სახელთან არის დაკავშირებული. ესპანელის პრინციპები ზუსტად მიესადაგება პარიზული კლუბის პროექტს, რომელიც ბუნებრივია კიდევ ბევრ წელიწადზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ესპანურმა AS-მა...
ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარიზიენის” ინფორმაციით მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და განაცხადშიც არ იყო. პარიზელები ერთგვარად...









