ჭდე: ლუის ენრიკე

Home ლუის ენრიკე
რეალის მეფური საქციელი
ჩანაწერი

რეალის მეფური საქციელი

მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უნსუეს ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება უკურნებლად ითვლება და დროთა განმავლობაში ორგანიზმის სრულ პარალიზებას იწვევს. მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს საკლუბო მაისურა წარწერით „უნსუე, ჩვენ შენთან ვართ“. მაისურა კაპიტნებს – სერხიო რამოსს და დანი...

წარმოიდგინეთ, რომ იუვენტუსი ხართ
ჩანაწერი

წარმოიდგინეთ, რომ იუვენტუსი ხართ

დღეს 6 ივნისია ანუ ზუსტად 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც „ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს გაიმარჯვა. ეს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოხდა. ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა. „ბარსამ”, რომლის თავდასხმაში ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, „იუვენტუსს” მოუგო 3:1. ამ გამარჯვების ხუთიწლისთავთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს Barcelona TV-მ კომენტარი სთხოვა და მანაც საინტერესო დეტალი გაიხსენა. ლუის ენრიკე:...

მორენომ ყველას მიმართა
ჩანაწერი

მორენომ ყველას მიმართა

რობერტ მორენომ დუმილი დაარღვია. მოგეხსენებათ, ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, ვინაიდან „ლა როხას” თავკაცად ლუის ენრიკე დაბრუნდა. დღეს, მორენომ საფეხბურთო სამყაროს განცხადებით მიმართა, რომლის შესავალშიც დაწერა, რომ სამშაბათის შემდეგ თავისი გრძნობებისა და აზრების საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობა იგრძნო. მას სურდა მადლობა ეთქვა მხარდამჭერებისთვის და ასე დამშვიდობებოდა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას. „გუნდი ექსტრემალურ ვითარებაში ჩავიბარე, — თქვა...

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ

„არსენალი” უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების” საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია. ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა” ბოლოს 6 ოქტომბერს გაიმარჯვა — „ბორნმუთთან” 1:0. სადღეისოდ, „მეთოფეები” ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ვინ ჩივის,...

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა
ჩანაწერი

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა

ლას როზასში, ესპანეთის ნაკრების ბანაკში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე ბარსელონელმა ჟორდი ალბამ ჟურნალისტებთან მისი და ეროვნული გუნდის თავკაცის ლუის ენრიკეს თითქოსდა დასრულებულ ცუდ ურთიერთობაზე ილაპარაკა. აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბულობას არა და არ უჩანდა ბოლო. მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე „ბარსელონას” ერნესტო ვალვერდემდე ედგა სათავეში, ასე რომ შავმა კატამ მასა და ალბას შორის თავდაპირველად „კამპ ნოუზე” გაირბინა. უფრო სწორად,...

მო-ჟორდი აქედანო
ჩანაწერი

მო-ჟორდი აქედანო

ესპანურ რადიოს Cadena SER-ს აქვს გადაცემა, რომელსაც El Larguero ჰქვია და ამ გადაცემის წამყვანთა თანახმად, როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მორიგ შემადგენლობას გამოაცხადებს, მასში ბარსელონელი ჟორდი ალბა კვლავ არ იქნება. ამბობენ, რომ ნაკრების თავკაცის მხრიდან ალბას ასეთი უგულებელყოფის მიზეზი მასა და ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობაა — მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე 2014-17 წლებში სწორედ „ბარსას” ედგა სათავეში, სადაც 2012...

ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ
ჩანაწერი

ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ

„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება. ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ,...

დანიშნეს: ლუის ენრიკე!
ჩანაწერი

დანიშნეს: ლუის ენრიკე!

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სამ კანდიდატს შორის არჩევდა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცის გარდა ის კიკე სანჩეს ფლორესისა და მიჩელის ვარიანტებსაც განიხილავდა. ლუის ენრიკე კუთხურობით ასტურიელია. ფეხბურთელობის წლებში მას „ლა როხას” შემადგენლობაში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ისტორიაში ესპანეთის ეროვნული გუნდის 54-ე მწვრთნელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის...

ლუის ენრიკეს რევოლუცია
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს რევოლუცია

200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა. როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის...

ლუის ენრიკე, ორი კლუბი, ბევრი ასისტენტი და ბევრი მილიონი
ჩანაწერი

ლუის ენრიკე, ორი კლუბი, ბევრი ასისტენტი და ბევრი მილიონი

„არსენალი” და „ჩელსი” ლუის ენრიკესთვის იბრძვიან. „მეთოფეებს” „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერის შემცვლელად უნდათ, „ლურჯების” მილიარდერ მეპატრონეს, რომან აბრამოვიჩს კი ესპანელთან უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკებები. „ჩელსისაც” ხომ სჭირდება ანტონიო კონტეს შემცვლელი. ენრიკე 47 წლისაა და სავარაუდოდ, „ემირეითზე” მისვლის დიდი შანსი აქვს. გუშინ, „არსენალის” ლეგენდამ პატრიკ ვიეირამ და „სელტიკის” თავკაცმა ბრენდენ როჯერსმა თქვეს, რომ გავრცელებული ხმების...