ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა...
ჭდე: ლივერპული
რვა ან ცხრა თვეო
მერსისაიდულ დერბიში „ევერტონის” მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგად, „ლივერპულის” ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს. თამაში, რომელიც 2:2 დამთავრდა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც „წითლების” სუპერვარსკვლავი ძლიერად შეასკდა მეტოქის გოლკიპერს. ის შაბათსვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ვან დაიკმა მუხლის მყესები დაიზიანა. მაშინვე ითქვა, რომ მცველს...
თავდამსხმელს თავს კორონა დაესხა
სადიო მანეს კორონავირუსი დაუდგინდა და კვირას, ბირმინგემში, „ასტონ ვილასთან” ვერ ითამაშებს. 28 წლის სენეგალელი შეუერთდა ახალ თანაგუნდელს, ამ ზაფხულს „ბაიერნისგან” ნაყიდ ტიაგო ალკანტარას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე დაუდასტურდა covid 19. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა 1 ოქტომბერს გამოტოვა შეხვედრა „კარაბაოს თასზე”, რომელიც „ლივერპულმა” „არსენალთან” პენალტებით წააგო. მერსისაიდულმა კლუბმა დაადასტურა, რომ მანეს დაავადების მცირე სიმპტომები შეენიშნება, თუმცა ზოგადად...
არსენალმა ჩაილივერპულა
იმ დღეს, როდესაც მერსისაიდზე covid 19-ის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, „არსენალმა” „ლივერპულს” საფხებურთო შეზღუდვებიც დაუწესა: პირველად, 39 მიყოლებული თამაშის შემდეგ, ლივერპულელებმა თავიანთ სტადიონზე გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ 2019 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის” წინააღმდეგ მოხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლის ვერ გატანა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეოთხედფინალში „არსენალის” გადახალისებული შემადგენლობა გასულიყო. შეხვედრის...
მივედი, ვნახე, ავიკიდე
ნავსიანი აღმოჩნდა ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი ინგლისურ „ლივერპულში“. ესპანელი ნახევარმცველი მიუნხენის „ბაიერნს“ ოფიციალურად 18 სექტემბერს დაემშვიდობა, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „ჩელსისთან“ კი უკვე მისი დებიუტი შედგა. სამწუხაროდ, ორშაბათს კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა, რაც ტიაგოს გუნდიდან იზოლირებას ნიშნავს. „კლუბი გეგმავს, მომავალშიც დაიცვას ყველა პროტოკოლი, რომელიც კორონავირუსს ეხება. ტიაგო თვითიზოლაციაში დაჰყოფს იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება,“- ნათქვამია...
კლოპმა კინს შეუტია
„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...
კლოპმა, ბაზარი აღარ იქნებაო
ინგლისური „ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (5 ოქტომბრამდე) ვაჭრობას აღარ აპირებს. იურგენ კლოპმა უკვე დაიმატა ტიაგო ალკანტარა და დიოგუ ჟოტუ. მანამდე კლუბმა კოსტას ციმიკასიც დაიბევა. ვარაუდობდნენ, რომ გომესისა და მატიპის ხშირი ტრავმიანობის გამო იურგენ კლოპი ცენტრალურ მცველს დაიმატებდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ფაბინიომ მშვენივრად გაართვა მოვალეობას თავი და ტრანსფერის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ სეზონი...
კლოპი: ჩვენ ასე არასდროს ვიქცევით!
იურგენ კლოპი ლივერპულელებს გაუბრაზდა. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მისმა სათადარიგოებმა „ჩელსის” მცველის ანდრეას კრისტენსენის გაძევება იზეიმეს. „სტემფორდ ბრიჯზე”, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე, კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უფრო სწორად, დანიელს მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ყვითელი ავტომატურად იქცა წითლად. ამ ეპიზოდის მიმოხილვისას ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა დაწერა:...
უძვირესის გაუფასურება
კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული...
მძიმე მეტალი vs თეთრი ხმაური 4:3
„ლიდსის” თავდამსხმელმა „ლივერპულთან” შვიდგოლიან თრილერში გადამწყვეტი სიტყვა ბოლოს 20 წლის წინ თქვა, ახლა კი პირიქით მოხდა — „ლივერპულმა” მოიგო! მერსისაიდელთა გამარჯვება ჰეთ-თრიკის ავტორმა მო სალაჰმა გამოჭედა. და ის, რაც უმაყურებლო „ენფილდ როუდზე” მოხდა, ნამდვილი პრემიერლიგური კლასიკა გახლდათ. მატჩის წინა დღეებში ინგლისური მას-მედია გაჯერებული იყო თემით „მარსელო ბიელსა მესიაა”, მეორე ადგილზე კი „ელანდ როუდზე” ოდესღაც გამართული...









