როგორც კი ინგლისში დადგა დღე, როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრების მაგვარი ქცევა შესაძლებელი გახდა, ტრიბუნიდან დინ მარტინის სიმღერა გაისმა… თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ აჟღერდა „მანჩესტერ სიტის” ჰიმნი „ლურჯი მთვარე”. „უემბლიზე” „სიტის” 2 ათასი ფანი შეუშვეს. მათი ხმა პეპ გვარდიოლასა და მის ბიჭებს ათეულობით ათასის გუგუნად ესმოდათ. სულ სტადიონის კარი 8 ათას გულშემატკივარს გაუღეს...
ჭდე: ლიგის თასი
სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...
სკამებს გლეჯდნენ და ისროდნენ
განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება. უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა,...
გვარდიოლა იუნაიტედის და რეალის მწვრთნელი არასდროს გახდება
პეპ გვარდიოლამ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინ განაცხადა, ცხოვრებაში სხვა არჩევანი რომ აღარ მქონდეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი მაინც არ გავხდებიო. შუაღამისას, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „მათ არასდროს გავწვრთნი, — თქვა კატალონიელმა, — ზუსტად ისე, როგორც არასდროს გავწვრთნი „რეალს”. თუ სხვა ვარიანტი აღარ მექნება, მალდივებზე წავალ ან გოლფის თამაშით შევიქცევ თავს”. შემდეგ, „ბარსელონას”...
პრემიერლიგის ჩინოვნიკები არსენალს ქომაგობდნენო
„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5. პენალტებში...
უი, ნაიტედი… “ბრისტოლი” ნახევარფინალშია
ინგლისის “კარაბაოს”, იმავე ლიგის თასზე, “ბრისტოლ სიტიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მართალია, ბრისტოლელებს 123 წლის გუნდი ჰყავთ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედს” წესით ვერ უნდა უგებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ეშტონ გეიტზე” შეკრებილი ლამის 27 ათასივე მაყურებელი მოედანზე ჩახტა და გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა, გასაკვირი არაფერია. მოედნის დამპყრობლები ყველაზე მეტად მსაჯის...
პეპი გადარჩა, ვარდი — ვერა
ლესტერში, “კარაბაოს თასზე”, რომელიც სინამდვილეში 57 წლის წინ დაარსებული ინგლისის ლიგის თასია, ენერგეტიკული სასმელი “კარაბაო” კი მხოლოდ სპონსორი გახლავთ, რომლისნაირიც შეჯიბრებას ადრე ექვსი ჰყოლია, “ლესტერ სიტიმ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და პენალტებში დამარცხდა. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სასეირო მომენტი მოედანს მიღმა, უფრო სწორედ კი მოედნის კიდესთან იყო: მავანი ლესტერელი ტრიბუნიდან ჩახტა და “სიტის” თავკაცისკენ, პეპ გვარდიოლასკენ გაიჭრა....






