ლეო მესიმ „კოპა ამერიკას” დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვა, რომ ძალიან უნდა კარიერა დიდი სანაკრებო ჯილდოთი დამშვენებულმა დაასრულოს. არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას” ვარსკვლავმა იქვე დასძინა, რომ თამაშისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს. „კარიერას იმ დღეს დავასრულებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ბურთაობა სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ჯერჯერობით კი ვარჯიშიც მიხარია და თამაშიც. თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვობაში”, —...
ჭდე: ლეო მესი
მესიმ რონალდუს გადაასწრო
არც არაფერი განსაკუთრებული: მესიმ „ეიბართან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, მან საკლუბო კარიერაში 686 მატჩში 602 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა იმითაა საინტერესო, რომ არგენტინელმა კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიტოვა უკან უმთავრესი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ. თურმე, პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში სულ 804 მატჩი გაუმართავს და 601 გოლი გაუტანია, თუმცა არის სხვა მაჩვენებლები, რომელშიც ლეო კრიშტიანუს ვეღარასოდეს გაუტოლდება – რონალდუ...
მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ
მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში… პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო...
მოურინიუმ ღმერთი იწამა
ჟოზე მოურინიუმ მესიზე თქვა ფეხბურთის ღმერთიაო. ბევრისთვის „რეალის” ყოფილი მწვრთნელისგან მესის ასეთი ქება ალბათ მოულოდნელია. გეხსომებათ, რა დაძაბული იყო ურთიერთობა „რეალსა” და „ბარსელონას” შორის სწორედ მოურინიუს პერიოდში, რაშიც პორტუგალიელს დიდი წვლილი მიუძღოდა. მოურინიუმ, რომელმაც „ჩელსიში” მუშაობის დროს თავს „განსაკუთრებული” უწოდა, არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონასა” და „ლივერპულის” (3:0) ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ აქო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მესიმ ორი გოლი...
მესი რომ ესპანელი ყოფილიყო…
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშს… „ახლა უკვე წარსულია, მაგრამ თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მესის ნაკრებში სათამაშოდ. ბევრჯერ იყო ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, თუმცა მცდელობადვე დარჩა. მესი უარზე იყო,“ – წერს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca. მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005...
ლივერპული, ციფრები და ინტრიგა
ვერაფერს იტყვი – დიდებული იყო „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ და თითქმის ფინალშია. სხვა შემთხვევაში „თითქმის“ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს, კატალონიელები პირველი მატჩის სამი ბურთით მოგების შემდეგაც გავარდნილან და ისიც, როგორ შემოატრიალა „ლივერპულმა“ 0:3 სულაც ერთ ტაიმში. იქნებ ამ ყველაფერს სულაც იმიტომ ვიხსენებთ, რომ სამეორემატჩოდ ინტრიგის შენარჩუნება გვინდა? ნაწილობრივ კი, მაგრამ დავეკითხოთ სტატისტიკას, იყო კი „ბარსას“...
პერსონალური მეურვეობა საჭირო არ არის
ოთხშაბათს, „ლივერპული”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად ეთამაშება „ბარსელონას”. 1980-იანი წლების შოტლანდიელი მცველი, მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლეგენდა სტივ ნიკოლი ამბობს, რომ იურგენ კლოპი ამ შეხვედრაში ლეო მესის პერსონალურ მეურვეობას არ დაუწესებს. „საამისოდ ორი მიზეზი არსებობს, — თქვა ნიკოლმა, — ჯერ ერთი, ეს კლოპის სტილი არ არის. კლოპი ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ეს ერთი მოთამაშე ლეო მესი იყოს, მთელ...
მესი ჩემპიონია!
„ბარსელონამ” „ლევანტეს” 1:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო ტრიუმფის გოლს ვინ გაიტანდა თუ არა ლეო მესი, რომელმაც მეათედ აღმართა ამ ქვეყნის საფეხბურთო გვირგვინოსნისნისთვის განკუთვნილი ჯილდო. არგენტინელმა პრიმერას ტიტულების რაოდენობით გადაასწრო ანდრეს ინიესტას (9) და ჩავის (8). ახლა მას მოქმედ ფეხბურთელთა შორის მდევარიც კი აღარ უჩანს. ერთადერთი, რაც ლეომ შემდეგ მიზნად შეიძლება დაისახოს, ლეგენდარული ესპანელის...
სად არის აზარი?
ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ. აი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია....
პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა
გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის...




