ჭდე: ლეო მესი

Home ლეო მესი
მე ჩავის მოვკლავ!
ჩანაწერი

მე ჩავის მოვკლავ!

38 წლის სამუელ ეტო’ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია. ეტო’ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო. „ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი”, — თქვა ეტო’ომ. სამუელ ეტო’ო და ანდრეს ინიესტა ერთად, 2004-2009 წლებში...

მესი და მყესი
ჩანაწერი

მესი და მყესი

ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან...

ვენგერი მესის ნანობს
ჩანაწერი

ვენგერი მესის ნანობს

არსენ ვენგერმა მოყვა, რამდენად ახლოს იყო „არსენალი” ლეო მესის შეძენასთან 2003 წელს. ეს ის წელიწადია, როდესაც ჩრდილო ლონდონელებმა კატალონიის დედაქალაქიდან სესკ ფაბრეგასი წამოიყვანეს და ვენგერის ნანობს, რომ მასთან ერთად არგენტინელიც არ შეიძინა. „ადამიანები მთელი ცხოვრება წარსულის შეცდომებს ვნანობთ, — უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს, — მესი და ფაბრეგასი მეგობრები იყვნენ. როდესაც ფაბრეგასი შევიძინეთ, მესისაც ველაპარაკებოდით. თუკი ცხოვრებაში...

ეს ყველაფერი სპექტაკლია?
ჩანაწერი

ეს ყველაფერი სპექტაკლია?

ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად. ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი...

რა დალია მესიმ?
ჩანაწერი

რა დალია მესიმ?

ვიდრე „ბარსელონა“ იაპონური ტურნედან დაბრუნდებოდა, კატალონიაში ლეო მესი და ლუის სუარესი დაბრუნდნენ, რომლებსაც კოპა ამერიკას შემდეგ შვებულება ჰქონდათ და მცირე ხნით ანტიგუა და ბარბუდაზე შეიარეს. ლეო ბარსელონაში დიდ ხანს არ გაჩერებულა და მთელ ოჯახთან ერთად იბიცას მიაშურა. დღე-ღამეში 5.5-ათასევროიან ნომერში ლეომ ცოტა დაისვენა და საუკეთესო მეგობრებს უხმო შვებულების ბოლო დღეების ერთად გასატარებლად. ლუის სუარესი, ხორდი...

ლეგენდა რონალდუს
ჩანაწერი

ლეგენდა რონალდუს

29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.  

ფულში მობანავე ფეხბურთელები
ჩანაწერი

ფულში მობანავე ფეხბურთელები

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული თამაშია, „ფორბსმა” კი ყველაზე კარგად იცის ვის რამდენი ფული აქვს. ამასწინათ, ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა გამოაქვეყნა გასული, 2018 წლის ას ყველაზე ფულმოსულ სპორტსმენთა სია, რომლის საფეხბურთო ხუთეული ასეთია: ლეო მესი „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა 2018 წელს 111 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 84 მილიონი ხელფასი და პრემიაა, ხოლო 24 მილიონი სხვადასხვა...

მესი: ალბათ, ჩემი სიტყვებისთვის დამსაჯეს
ჩანაწერი

მესი: ალბათ, ჩემი სიტყვებისთვის დამსაჯეს

რას არ ნახავ კაცი: ლეო მესი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „კოპა ამერიკაზე” არგენტინისა და ჩილეს შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. გუნდები მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. არგენტინამ 2:1 მოიგო. მესი მარტო არ გაუძევებიათ. მასთან ერთად წითელი ბარათი ამოუღეს ჩილეს ნაკრებისა და „ბეშიქთაშის” ნახევარმცველ გარი მედელს. მიზეზი: ჩილელთა საჯარიმოს გვერდით, მოედნის კიდესთან, ბურთისთვის ბრძოლის დროს მესიმ მედელს არცთუ...

კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის
ჩანაწერი

კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის

კრიშტიანუ რონალდუ კი არა, ლეო მესის მთავარი მოქიშპე „ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონია. ბოლო 18 თვეში ანუ წელიწადნახევარში ალისონმა მესი მესამე შეჯიბრებიდან გამოთიშა. გავიხსენოთ: 2018 წლის აპრილში ალისონი „რომას” მეკარე იყო, როდესაც იტალიურმა კლუბმა „ბარსელონასთან” სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ 3:0 შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. იმ ზაფხულს ბრაზილიელმა კლუბი გამოიცვალა, 67 მილიონ გირვანქად „ლივერპულში”...

კაი და სანჩო
ჩანაწერი

კაი და სანჩო

ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...