ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა. „მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ...
ჭდე: ლეო მესი
მოურინიუ ჩანაწერს უარყოფს
ჟოზე მოურინიუს დროინდელი „ჩელსისა” და „ბარსელონას” 2006 წლის დაპირისპირების ამბებზე გუშინ მოგახსენებდით. ვწერდით იმის შესახებ, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა იპოვეს ჟოზე მოურინიუს ოფიციალური დავთარი, სადაც „განსაკუთრებულს” ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ბლაუგრანას” მოთამაშეების შესახებ. დღეს, იმავე დავთრის ამბავს სხვა გაგრძელება მოყვა — პორტუგალიელს უწევს მტკიცება, რომ თავისი ფეხბურთელებისთვის ლეო მესის „ჩეხვა” დავალებული არ ჰქონდა. სოციალურ ქსელებში, უფრო...
მესი 20 მილიონით გაიაფდა
რა ხდება ესპანურ ფეხბურთელთა ბაზარზე? ვინ გაძვირდა და ვინ გაიაფდა? Transfermarkt.de-მ ლა ლიგის ფასები გამოაცხადა, სადაც ყურადღება ლეო მესის გაიაფებამ მიიპყრო. „ბარსელონას” ლიდერი 180 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 160 მილიონი ღირს. ეს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის მეეორე გაიაფება ყოფილა კარიერაში. პირველად მესი 2008 წლის თებერვალში გაიაფებულა, როდესაც არგენტინელის ფასმა 60-დან 55 მილიონამდე დაიკლო. ანალიტიკოსები წერენ,...
მესის მე უფრო ვჭირდები
— ლეო მესისთან პაექრობა ხომ არ გენატრებთ? — ჰკითხეს „გაძეტა დელო სპორტისა” და „კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს. „ცოტათი ალბათ მენატრება, — უპასუხა მან, — კარიერის განმავლობაში მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში, ახლა იტალიაში ვარ. ის კი ესპანეთიდან არ გასულა. ასე რომ შესაძლებელია მას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე ის. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მიყვარს...
ოქროს ბურთი ოქროს ხორვატს!
„ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა 33 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გადაასწრო და მათ ათწლიან ბატონობას წერტილი დაუსვა. რონალდუ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობდა, ამჯერად მეორე იყო. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ანტუან გრიზმანი; მეოთხე მისი თანამემამულე კილიან მბაპე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზითაც დააჯილდოვეს —...
კლასიკო მესითა და რონალდუთი არ დაწყებულა
ხვალინდელი „ელ კლასიკოს” წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ დაჭრილი „რეალი” საღ-სალამათზე უფრო საშიშია. ვალვერდეს აზრით „კამპ ნოუზე” მოპოვებული წარმატება ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის შეიძლება უებარი წამალი გამოდგეს. „ჩვენ ბოლო ორი თამაში („სევილიასა” და „ინტერთან”) შესანიშნავად ჩავატარეთ და ამ აღმასვლას ხვალინდელი წარმატებით შეიძლება დიდებული გაგრძელება მოვუძებნოთ, — თქვა „ბარსას” თავკაცმა, — გამარჯვებისთვის კი...
ბარსელონა და თასმების შეკვრა
კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა. ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”. „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს...
მესის მკლავი გაებზარა
„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...
მესის ნათესავის პასუხი მარადონას
გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ლეო მესის შესახებ მთლად ტაქტიანად არ ილაპარაკა. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ერთმანეთს შეადარა მესის თამაში „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში და თქვა, რომ ის „ბარსელონას” მაისურით სხვა დონეზე თამაშობს. მარადონამ თანამემამულეებს მოუწოდა მესის ლიდერობა აღარ მოსთხოვონ, რადგან ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წინ ოცჯერ შედის ტუალეტში, ვერასდროს გახდება ლიდერი....
მესის წარმატების საიდუმლო
სპორტულმა ფსიქოლოგმა და მენტალიტეტის მწვრთნელმა დონ მაკფერსონმა ცხოვრების განმავლობაში ბევრი დიდი სპორტსმენი შეისწავლა და მათი წარმატების საიდუმლოს ამოხსნა სცადა. მისი ბოლო ნაშრომი „ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლეო მესის ეხება. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელზე დაკვირვებამ მაკფერსონი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი მთავარი თვისება თავმდაბლობაა. მესი არასდროს ფიქრობს, რომ მწვერვალზეა და მეტის მიღწევა აღარ შეუძლია. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,...







