როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ ვარჯიშზე არ მივიდა
კრიშტიანუ რონალდუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ეს ოჯახური პრობლემებით ახსნა. კლუბში განაცხადეს, რომ ესმით კრიშტიანუს პრობლემის და მოუთმენლად ელიან. თუმცა რა პრობლემაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობის პოზიცია იგივეა: პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დარჩა კლუბში სათამაშო და ის არ იყიდება. თუმცა თავად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ...
პასი მხოლოდ წინ!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა, 52 წლის ერიკ ტენ ჰაგმა მკაფიოდ გამოაცხადა, რომ: ვერ შეეგუება გვერდზე და მითუმეტეს უკან პასებს — ფეხბურთელებს, რომლებიც კომბინაციას მეტოქის კარის მიმართულებით არ ავითარებენ ის ვარჯიშებზე ცვლის. ფეხბურთელებმა უნდა გამოასწორონ ფიზიკური მომზადება. გასახდელში ამოიძირკვება დაჯგუფებები. ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი დაამტკიცონ თავიანთი ნიჭიერება და უფროსი თაობის ფეხბურთელები შემადგენლობიდან ამოაგდონ. შემადგენლობაში მოსახვედრად მწვრთნელი გაითვალისწინებს...
რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში
კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აურზაური ატყდა. „სანი” წერს, რომ 37 წლის ვარსკვლავი ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი” უარს ეუბნება. იმავე წერილში გაზეთი გვეუბნება, რომ პორტუგალიური წყაროების თანახმად თავდამსხმელს ტრანსფერი არ უთხოვია, თუმცა თავად კლუბი სხვანაირად ლაპარაკობს. ხელშეკრულების თანახმად რონალდუ „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩეს. კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს ამის მერეც შეუძლიათ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ...
რონალდუს აგენტი და ჩელსის მეპატრონე ერთმანეთს შეხვდნენ
„ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ეს გასული კვირის ამბავია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი. საუბრის თემა სუპერვარსკვლავის მომავალი ყოფილა. ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ The Athletic-მა მოიპოვა. ბოელისა და მენდეშს პორტუგალიელის „სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლო გადასვლის შესახებ ულაპარაკიათ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ 37 წლის თავდამსხმელი აუცილებლად გადაბარგდება ლონდონში. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან”...
კრიშტიანუ რონალდუ და სხვა ძებნილები
37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ასაკის მიუხედავად ჩინებულად თამაშობს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე გავამახვილებთ: betting.com-ის ინფორმაციით პორტუგალიელი გახლავთ სპორტსმენი, რომლის გვარ-სახელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად წერენ ინტერნეტის საძიებო სისტემაში. რონალდოს შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას თვეში 11 მილიონი ადამიანი ეძებს. ეს დაახლოებით 5 მილიონით მეტია ამერიკული ბურთაობის ვარსკვლავის რაიან რამზიკის...
კრიშტიანუს ბუგატი კედელს შეასკდა
კრიშტიანუ რონალდუს 2 მილიონ ევროდ ღირებული „ბუგატი” მალიორკაზე ავარიაში მოყვა. შემთხვევას საგზაო პოლიცია იძიებს. როგორც ამბობენ, საჭესთან რონალდუს დაცვის წევრი იჯდა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იქ არ იყო. ინციდენტი პალმა დე მალიორკაში, უფრო ზუსტად ბუნიოლაში დილის 11 საათზე მოხდა. ავტომობილი სა კომად წოდებული კერძო საკუთრების კედელს შეასკდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა...
პრემიერლიგა ახალ-ძველ ბურთს გააგორებს
პრემიერლიგამ 2022-23 წლების სეზონის ბურთი წარადგინა — მისი ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა. დიზაინი ინგლისურ ფეხბურთში წლების წინ გაგორებული ძველი ბურთის გავლენით არის შექმნილი. მისი შემქმნელია „ნაიკი”, ხოლო ნიმუში, რომელმაც ავტორებს ახალი გაფორმება შთააგონა 1992-93 წლის „ მაიტრ პრო-მაქსი” გახლავთ. პრემიერლიგის ისტორია სწორედ 1992-93 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. ამრიგად, პრემიერლიგის დაარსების 30 წლის თავზე ბურთს კვლავ ცისფერი,...
ჯერჯერობით ჰოლანდი მესისაც სჯობს და კრიშტიანუსაც
ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ 21 წლის არის (22 წლისა 21 ივლისს გახდება), მაგრამ უკვე შთამბეჭდავი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი. მის ასაკში ასეთი შედეგი თვით ლეგენდარულ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუსაც კი არ ჰქონდათ. ჰოლანდი მაისში „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, ახლა კი მისი წარდგინებაც შედგა. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ ელიან „ქალაქელი” გულშემატკივრები, რომ ნორვეგიელი...
შვებულება სიყვარულით
კრიშტიანუ რონალდუსთვის როგორც იქნა, დამღლელი სეზონი დამთავრდა და ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავთ შევებულებაში გაემგზავრა. თუ სად, ამას წყარო არ აკონკრეტებს. ბოლო დღეებში კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრებში გახლდათ დაკავებული ერთა ლიგის მატჩებში. პორტუგალიელებმა ორი შეხვედრა მოიგეს შვეიცარიასთან (4:0) და ჩეხეთთან (1:0), ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს ესპანეთთან (1:1), ხოლო იმავე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდნენ და ერთა A ლიგის მეორე...









