„მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს ქცევა მობეზრდათ. გამოიკვეთა მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთაც უჯობთ პორტუგალიელი წავიდეს, ვიდრე მასა და კლუბს შორის ჯიჯღინი გაგრძელდეს. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ასეთი ამბავი გამოუტანა: „ის, რაც ხდება მის თანაგუნდელებს უკვე აღიზიანებთ. რასაკვირველია რონალდუს ფეხბურთელებს შორის თავისი წრეც ჰყავს, მაგრამ დანარჩენები ბრაზდებიან”, — თქვა წყარომ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში” „იუვენტუსიდან”...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუსთვის ეს შეურაცხყოფაა
ისევ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: პორტუგალიელი ვარსკვლავის „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ გასარკვევია. იმავდროულად, ჩემპიონატი რომ დაიწყება, მას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 37 წლის თავდამსხმელისთვის ეს შეურაცხმყოფელია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გამოტოვა „იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებები ბანგკოკსა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის ერთ ტაიმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ასეთი მომზადება ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ...
უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი „იუნაიტედის” ქვაკუთხედი ფეხბურთელების ერთსულოვნება უნდა იყოს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე...
ძუ ლომები და კრიშტიანუ
ქალთა ევრო 2022-ის მოგების კვალად, ინგლისის ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისგან 65,5 ათასი ევრო მიიღო. საფეხბურთო მასშტაბით, ეს საკმაოდ დაბალი ციფრია. მაგალითისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, დაახლოებით ამდენს დღეში გამოიმუშავებს… კვირაში კი მისი შემოსავალი 458 ათასი ევროა. ასევე საინტერესოა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის, ინგლისის კაცთა ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ 300 ათასი ევრო...
კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება ასეთი გამოვიდა: ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად შესულმა 20 წლის კოტ დ’ივუარელმა ადამ დიალომ სამ წუთში გოლი გაიტანა. „იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” ამხანაგური თამაში 1:1 დამთავრდა. 37 წლის ვარსკვლავი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა კლუბში გადასულიყო, მანკუნიანელთა წვრთნებს კი ოჯახური პრობლემების მომიზეზებით აცდენდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს დაბრუნება...
პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი
ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური...
რონალდუ ჩიხშია
„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედს” მისი რეალური ფასის განსაზღვრა სთხოვა. თურმე არსებობს კლუბი (სავარაუდოდ, პრემიერლიგიდან), რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს მასთან გადასვლას სთავაზობს და არც ჯიბეზე ხელის გაკვრისგან იხევს უკან. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე „ოლდ ტრეფორდის” შეფებთან რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ილაპარაკა, მაგრამ შეფები უარზე დადგნენ. მენდეშმა „იუნაიტედს” რონალდუს სანაცვლოდ კარგი ფულის...
კრიშტიანუ საყურადღებო შორტებში
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. ვარჯიშებზე არ გამოცხადებულა, ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა. სამაგიეროდ, პორტუგალიელმა ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელზეც ის დარბაზში, ტრენაჟორზეა აღბეჭდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა მთავარი ის არის, რომ მას ამ ფოტოზე „იუნაიტედის” შორტი აცვია. „მანჩესტერ იუნაიტედი” აზიაშია, სეზონისწინა ტურნეზე, რონალდუ კი გუნდთან ერთად არ...
რატომ მისცეს რონალდუს ფული?!
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედისგან” ექვსნიშნა ბონუსი მიიღო და… კლუბიდან წასვლა ითხოვა. მოვლენათა ასეთმა თანხვედრამ ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. რა ფული მისცეს პორტუგალიელს? ეს გახლდათ თანხა, რომლის თაობაზე მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი და მანჩესტერული კლუბი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს შეთანხმდნენ, როდესაც რონალდუ „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა. საქმე ის არის, რომ რონალდუ მანჩესტერში ხელფასის ფაქტობრივ განახევრებას დათანხმდა. იტალიაში,...
მანჩესტერი უშვებს!
„სანი” წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. გაზეთის მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედი” დანამდვილებით თანახმაა პორტუგალიელი გაუშვას. 37 წლის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ჯერ არ ჩასულა, რის მიზეზადაც ოჯახი მოჰყავს. ინგლისური გაზეთის თქმით კრიშტიანუს პირველად ჯერ კიდევ ათი თვის წინ წამოცდა, რომ სიყმაწვილის დროინდელ კლუბში დაბრუნება მისთვის წარუმატებელი გამოდგა და სხვაგან...









