ფიფას 2020 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების თემა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ყველას აინტერესებს ვინ ვის მისცა ხმა და უპირველეს ყოვლისა, თვალი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელების, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შევსებული ბიულეტენებისკენ გაურბის. მესიმ რონალდუ სამ საუკეთესოში საერთოდ არ ჩაწერა, ხოლო გამარჯვებულ რობერტ ლევანდოვსკის მესამე ადგილი მიაკუთვნა. არგენტინის ნაკრების კაპიტნის ვერსიით, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ 100:79
კვირას „ჯენოასთან“ გასვლით შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ მაისური მეასედ მოირგო. კინაღამ წამოგვცდა, ვეტერანი პორტუგალიელიო, მაგრამ „კრიშის“ სტატისტიკას ვერსად გავექცევით. გასულ 100 შეხვედრაში მან ტურინელთათვის 79 გოლი გაიტანა. აქედან ბოლო ორი სწორედ „ჯენოას“ კარში. მან ჯერ 1:1-ზე 78-ე წუთზე დააწინაურა გუნდი, 89-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მართალია, ორივე შემთხვევაში რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მაგრამ ეს მის...
რონალდუ: მესის მოქიშპედ არასდროს აღიქვამდი
მას მერე, რაც „იუვენტუსმა” კრიშტიანო რონალდუს მიერ „თითქმის შეუსრულებელ მისიად” მონათლული მისია შეასრულა და ბარსელონაში 3:0 მოიგო, პორტუგალიელმა თქვა, რომ ლეო მესის მოქიშპედ არასდროს აღიქვამდა. „ბებერ ქალბატონს” „ბარსასთან” შინ 0:2 ჰქონდა წაგებული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ეს ჩამორჩენა უნდა გადაეწონა. „ეს იყო თითქმის შეუსრულებელი მისია, რომლისთვისაც ძლიერი სტარტი გვჭირდებოდა — თქვა რონალდუმ...
რატომ გავიდა ბარსა მოედანზე?
„კამპ ნოუზე” ეგრეთწოდებული „ოქროს ბურთების მფლობელთა დაპირისპირება” კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. პორტუგალიელმა ერთი პენალტი შესვენებამდე გაიტანა, ერთიც — შესვენების შემდეგ. „იუვენტუსმა” „ბარსელონას” სტუმრად 3:0 აჯობა და ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. „ბებერი ქალბატონის” მესამე გოლი ამერიკელმა ვუნდერკინდმა ვესტონ მაკკენიმ შეაგდო. ეს გახლდათ კარგად გათამაშებული კომბინაციის ლამაზი დაგვირგვინება, ხოლო რონალდ კუმანის გუნდისთვის ეს იყო ბოლო...
რეალი — მაჟიჩის საფინალო სასტვენის შემდეგ
„მარკა” წერს, რომ მას მერე, რაც 2018 წლის 26 მაისს, მსაჯმა მილორად მაჟიჩმა, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩასტვინა და დააფიქსირა, რომ „რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს” 3:1 მოუგო, მადრიდელთა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა: „ლოს ბლანკოსის” ისტორიაში დაიწყო ახალი ეპოქა, რასაც დასაბამი კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანის წასვლამ დაუდო. იმ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც მაჟიჩის ჩასტვენის შემდეგ გავიდა,...
რონალდუ – 750!
2 დეკემბერს ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაჩაგრა. სამიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა და ეს პორტუგალიელის კარიერაში 750-ე შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. რონალდუს ჯერ ასაკის არაფერი ეტყობა და ისევ ის მონსტრია, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. ეს მოსაზრება რონალდუს სოცქსელში დატოვებული კომენტარით მისმა ძველმა პარტნიორმა და მეგობარმა იკერ კასილასმაც დაადასტურა: “მხოლოდ 750? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!”.
მესის ეს გრძნობა საერთოდ არ აქვს
„ბენფიკას” მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა თქვა, რომ დიეგო მარადონა მსოფლიოს უდიადეს მოთამაშედ ფეხბურთისადმი ვნებამ, დაუცხრომელმა სიყვარულმა აქცია. შემდეგ კი პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მარადონა დღევანდელ ვარსკვლავებს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა. „მარადონა პელესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, — ბრძანა ჟესუსმა, — პელე კვლავ ჩვენთან არის, ცოცხალია, მარადონაზე კი უკვე წარსულში გვიწევს ლაპარაკი. მარადონას სიდიადე მხოლოდ მისმა სათამაშო...
დიადნი დიეგოზე
დიეგო მარადონას გარდაცვალებას პელე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ერთ დღეს, ისინი ალბათ ზეცაში შეხვდებიან და იქ ითამაშებენ ფეხბურთს. ლეგენდის სიკვდილმა ბევრ ვარსკვლავს დაწყვიტა გული. მათ სოციალურ ქსელებში გულისტკივილი გამოთქვეს 60 წლის არგენტინელი გენიოსის დაღუპვის გამო. „დღეს სევდიანი ცნობა მოვიდა. მე დავკარგე ძვირფასი მეგობარი, მსოფლიომ კი ლეგენდა. სათქმელი გაცილებით მეტია, მაგრამ ახლა, დაე, ღმერთმა მისი ოჯახი...
მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....
პსჟ რონალდუს არ გამორიცხავს
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეანდრდომ იმის შესაძლებლობა დაუშვა, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ შეიძინოს. „დღევანდელ ფეხბურთში ყველაფრის დაშვება შეიძლება. ხვალ შეიძლება რონალდუს თავად მოუვიდეს აზრად, რომ სადმე სხვა გუნდში უნდა ითამაშოს. ვის შეუძლია შეიძინოს? პრეტენდენტები არც ისე ბევრია და პსჟ მათ შორის არის. ყველაფერი შესაძლებლობებისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ხდება,“ – განაცხადა ლეონარდომ. აქამდე გაცხადდა,...


