კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა — „იუვენტუსმა” მილანში, „ინტერთან”, 0:1 შემოატრიალა და იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაშია. 35 წლის პორტუგალიელს ოთხი თამაშის განმავლობაში გოლი არ გაეტანა. ბოლოს, 10 იანვარს შეაგდო. და აი, ერთბაშად ორი გოლი. თუმცა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ — ლაუტარო მარტინესმა მე-9 წუთზე გამოიჩინა თავი. „იუვენტუსმა” 26-ე წუთზე...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუს გადააფრინდა
„როსს ქაუნთი“ და „მოზერველი“ – რით უნდა მიეპყრო ყურადღება შოტლანდიის ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრას? მატჩის 72-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ჰაერში მათი უგანდელი მცველი ბივის მუგაბი აფრინდა… მოგვიანებით გაირკვა, რომ მუგაბის თავი და ბურთი ერთმანეთს 2,62 მეტრის სიმაღლეზე შეეხენ. ეს კი ყველაზე დიდი „გაფრენაა“ ფეხბურთის ისტორიაში. აქამდე რეკორდი კრიშტიანუ რონალდუსი...
რონალდუს და მესის დაეწია
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ფიორენტინამ“ 9 კაცით გაუძლო „ტორინოს“ მიძალებას (1:1) და ტურინიდან ქულა გაიყოლა. ეგ კი არა, 88-ე წუთამდე სტუმრები სულაც იგებდნენ. სეზონში პირველი გოლი გაიტანა ფრანკ რიბერიმ. ფრანგი შემტევი ამ გოლით სულ მეხუთე ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ზედიზედ 17 სეზონის განმავლობაში აქვს გატანილი. აქამდე მსგავსი მიღწევით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ლეო...
ასეთია და მორჩა!
ინგლისელმა ვეტერანმა და ტელემიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ფეხბურთელობის დროინდელი ამბავი გაიხსენა. ის კრიშტიანუ რონალდუს ეხება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” სიყმაწვილეში შეიძინა და ექვსი წლის შემდეგ „რეალს” უკვე სახელოვან მოთამაშედ მიჰყიდა. მადრიდელებმა მასში იმ დროისთვის გაუგონარი 94 მილიონი ევრო გადაიხადეს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი, ფერდინანდი ამბობს, რომ პორტუგალიელის ბიჭიდან კაცად გარდაქმნა მის თვალწინ მოხდა და ამასი...
რონალდუმ უარი თქვა. ჯერი მესიზეა.
კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთს უარი შეუთვალა, თქვენი ტურიზმის სახე არ გავხდებიო. პორტუგალიელ ვარსკვლავს წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ის სარეკლამო კლიპებში უნდა გადაეღოთ — ხალხი საუდის არაბეთში უნდა მიეპატიჟებინა. გარდა ამისა, რონალდუს იმიჯს ყველა ზომისა და ფორმის პლაკატებზეც გამოიყენებდნენ. ისე დამკვიდრდა, რომ სადაც რონალდუს ახსენებენ, იქვე მესისაც ამბობენ ხოლმე: გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საუდელებმა არგენტინელსაც მიმართეს....
სუპერიუვე, სუპერ 760
„იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასის მფლობელია. მე-10 წელიწადია ტურინული გრანდი მინიმუმ ტიტულს იგებს და ეს უდიდესი ისტორიის კლუბისთვის, ცხადია, ცალკე აღსანიშნი მონაკვეთია. 2012 წლიდან 2020 წლამდე სკუდეტოსთან ერთად „იუვე“ ხან სუპერთასს იგებდა, ხანაც – თასს. 2021 კი სუპერთასით დაიწყო და წინ კიდევ რა იქნება, კაცმა არ იცის, თუმც ჩანს, რომ წლეულს ჩემპიონობის შენარჩუნება ტურინელებს გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, „ნაპოლისთან“...
მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა
ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:
პელეს არ ასვენებენ
„იუვენტუსმა” „უდინეზეს” 4:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუმ ოთხიდან ორი გაიტანა და გადაასწრო პელეს, რომელსაც 1956-77 წლებში, „სანტოსში”, ნიუ იორკის „კოსმოსსა” და ბრაზილიის ნაკრებში 757 გოლი აქვს გატანილი. ახლა, „იუვენტუსის” 35 წლის თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში მეორე ბომბარდირია. რონალდუმ უდინელთა კარში თავისი 757-ე და 758-ე გოლები შეყარა და ახლა ერთით ჩამორჩება ჩეხ-ავსტრიელ იოჟეფ ბიკანს (გერმანული წაკითხვით იოზეფ ბიცანს)...
საუკუნის ფეხბურთელი
დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა. საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის...
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...







