დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...
ჭდე: კოტ დ’ივუარის ნაკრები
ერთადერთი შეხებით, კაცო!
22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა...
დეზირე დუემ სამშობლო ძნელად აირჩია
„პარი სენ ჟერმენის’’ შემტევი ნახევარმცველი დეზირე დუე საფრანგეთს ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში წარმოადგენდა, შემდეგ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ამასწინათ კი დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა, მაგრამ როგორც ირკვევა დუეს საფრანგეთის ნაკრებამდე მისი ისტორიული სამშობლოს კოტ დ’ივუარის მთავარი გუნდიც იწვევდა. საინტერესოა, რომ დეზირეს ძმამ „სტრასბურგის’’ ფეხბურთელმა გულა დუემ „სპილოებში’’ თამაში ამჯობინა. როგორც კოტ დივუარელთა ნაკრების...


