ლევერკუზენის „ბაიერის” 28 წლის გარემარბმა კარიმ ბელარაბიმ გუშინ, დილით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შუადღისას კი მან უკვე გუნდურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ბელარაბის ვარჯიშზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 24 ივლისს, „ვუპერტალთან” ამხანაგური შეხვედრის დროს მან გონება დაკარგა. მოთამაშემ ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახლა, გამოჯანმრთელებული იგონებს: „იმ დღეს, დილიდან ცოტა სუსტად კი ვგრძნობდი თავს,...
