ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ, რომელსაც კარიერაში ყველაზე მეტი თამაში „იუვენტუსის” შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, TvPlay-სთვის მიცემულ ინტერვიუში შარშანდელი „ნაპოლი” და წლევანდელი „ინტერი” შეადარა. რავანელიმ თქვა: „მე წლევანდელ „ინტერს” შარშანდელი „ნაპოლი” მირჩევნია. მისი თამაში აღმაფრთოვანებდა. ჩემპიონთა ლიგაში ამ გუნდმა ისეთი მოწინააღმდეგეები გაანადგურა, როგორებიც იყვნენ „აიაქსი” და „ლივერპული”. ის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. პრინციპში ყველაფერი გემოვნების ამბავია, მაგრამ...
ჭდე: ინტერი
ჟელინსკის გუნდიდან გააგდებენ?
კვირას, „მილანთან” მატჩის შემდეგ, პიოტრ ჟელინსკი ნეაპოლში არ დაბრუნებულა. მეორე დილით მან იქვე, მილანში, „ინტერის” წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა სამწლიანი კონტრაქტის ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას. პოლონელი „შავ-ლურჯებთან” შეთანხმებულია, რომ წელიწადში 4,5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით შესაძლო გახანგრძლივების შესახებ. ჟელინსკიმ და „ინტერმა” სამედიცინო...
რას სთავაზობდა დე ლაურენტისი ჟელინსკის?
„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელმა შორს დაიჭირა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა ჟელინსკის გვარი ნეაპოლში ყველას პირზე აწერია. მიზეზი: ფეხბურთელი, რომელიც აქამდე გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლებოდა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რაც მიმომხილველებმა დე ლაურენტისის შურისძიებად ჩათვალეს. კლუბთან...
რას ფიქრობენ კვარაზე იტალიური საიტები?
როგორ შეაფასეს ქვეყნის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა საიტებმა და რა ქულები დაუწერეს მას? ქვემოთ რამდენიმე პორტალის მოსაზრებას გაგაცნობთ: calciomercato – 6. როდესაც ბურთი მისდიოდა, ნაპერწკალი ინთებოდა. ცდილობდა ცეცხლი გაეღვივებინა. „ნაპოლის” ერთადერთი სახიფათო მომენტიც მან შექმნა, მაგრამ შეიძლებოდა ცოტა კიდევ უფრო ძელისკენ დაერტყა ბურთი. areanapoli – 6. „ნაპოლის” ერთადერთ აფეთქებას კვარაცხელიას ხელმოწერა ახლავს: ზომერმა...
ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა
„ინტერმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით „ნაპოლის” 1:0 მოუგო. ნეაპოლელებისთვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დიდების დარბაზს ჯილდოს შეჰმატებდნენ, საკუთარი თავის რწმენასაც დაიბრუნებდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. მატჩის წინ ფავორიტად „ინტერს” ასახელებდნენ. „ნერაძურიმ” ნახევარფინალში „ლაციოსთან” დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ ფინალში იტალიის ჩემპიონთან შედარებით ასეთივე დიდი უპირატესობა ვერ...
დი ლორენცო: ფინალში ფავორიტის დასახელება სწორი არ არის
დღეს რიადში იტალიის სუპერთასის ფინალია: „ნაპოლი” – „ინტერი”. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე „აძურის” კაპიტანი და მცველი ჯოვანი დი ლორენცო წარსდგა. თამაშის შესახებ: „ამბობენ, რაკი თამაში საუდის არაბეთშია, მხარდაჭერა დაგვაკლდებაო, მაგრამ ვიცით, რომ ტიფოზები ჩამოდიან და გვიქომაგებენ.ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო რომ მოვიპოვოთ. მისი მოგება სჭირდება კლუბს, გუნდს და სჭირდებათ გულშემატკივრებს. სუპერთასის მოპოვება...
აჟიოტაჟი და დამატებითი რეისები
იტალიელები მოუთმენლად ელიან ორშაბათს და ქვეყნის სუპერთასის ფინალს: „ნაპოლი” – „ინტერი”. ნახევარფინალებში „ნაპოლიმ” „ფიორენტინას” მოუგო 3:0, ხოლო „ინტერმა” იმავე ანგარიშით სძლია „ლაციოს”. „კორიერე დელო სპორტი” კი იუწყება, რომ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი” ნახევარფინალების წინ იტალიის ქალაქებიდან რიადში თავისუფლად დაფრინავდა, საფინალედ კი რეისების დამატება დასჭირდა. სტანდარტულ გრაფიკს დაემატა ფრენები ნეაპოლიდან, მილანიდან და რომიდან. „ვიზეარის” ოფისმა გაავრცელა...
ბოლო ოცი წლის საუკეთესო ინტერი
იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველის, „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრის მსგავსად 3:0 დასრულდა — „ინტერმა” „ლაციო” ყველა პარამეტრით დაჯაბნა. გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ და დავიდე ფრატეზიმ. როგორც calciomercato-ს მიმომხილველი პასკულე გუარო წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძალიან გაჭირდა, რადგან სიმონე ინძაგის ქვეშევრდომთაგან ყველამ საუცხოოდ ითამაშა. „ინტერის” შესრულებით უმაღლესი კლასის სანახაობას...
მორიგი უარი ნაპოლის
პიოტრ ჟელინსკიმ „ნაპოლისთან” თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე კვლავ უარი თქვა. თავიდან მან ოთხწლიანი, წელიწადში 4 მილიონ ევროდ ღირებული კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა, შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიონის მიღებაზე თქვა უარი. მეორე ვარიანტში, პოლონელის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევრო უნდა ჩაწერილიყო. როგორც ჩანს, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ „აძურისთან” მის თანამშრომლობას პერსპექტივა აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ბოლო...
უსირცხვილო ინტერი
„ინტერმა” „ვერონას” 2:1 მოუგო და სერია A-ს პირველი წრის ჩემპიონი გახდა, მაგრამ იტალიური მედია ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეაზანზარა. განსაკუთრებით აღშფოთდნენ „იუვენტუსის” მხარდამჭერი საიტები. TuttoJuve-მ სარედაქციო წერილით „ნერაძურის” მძლავრად შეუტია და დაწერა, რომ მილანელებს „ნახევარი-სკუდეტოს” მოპოვებაში მსაჯები დაეხმარნენ. „უსირცხვილო „ინტერი”. მორიგი გამარჯვება დახმარების წყალობით. მსაჯები და VAR ნახევარ-სკუდეტოს „ნარაძურის” ჩუქნიან” — წერის პორტალი...









