„ჯენოასა’’ და „ინტერის’’ ფანებმა „სტადიო ლუიჯი ფერარისზე’’ იჩხუბეს. საქმეში პოლიციას მოუხდა ჩარევა. მილანელებმა 2:1 მოიგეს, თამაშამდე კი დიდი არეულობა იყო, ავტომობილები იწვოდა. ხელისუფლებამ ხულიგნების დასაშოშმინებლად სპეცრაზმი გამოიყენა. იტალიური „სქაი სპორტი’’ იტყობინება, რომ მასპინძელმა გულშემატკივრებმა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას შეჯგუფებულ სტუმრებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს. ჯაბანნი არც მილანელები აღმოჩნდნენ, ტიხარი გაანგრიეს და მოდით, რა ბიჭები ხართ გვაჩვენეთო...
ჭდე: ინტერი
ტრაგედია – ინტერის მეკარე შშმ პირს დაეჯახა
„ინტერის’’ ესპანელ მეკარეს ხოსეპ მარტინესს ტრაგედია შეემთხვა. როგორც იტალიური სააგენტო ANSA წერს, ის ფენეგროდან მილანისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მანქანით 81 წლის ეტლით მოსარგებლე შშმ პირს დაეჯახა და მოკლა. ფენეგრო არის პატარა ქალაქი კომოსა და მილანს შორის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ სამედიცინო ჩარევამ ვერ უშველა. ადგილობრივი პოლიციის პატაკში წერია, რომ 81 წლის კაცმა უცბათ...
ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის’’ გასაკვირი ანგარიშით 5:0 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ ფანები მიუნხენის „ალინც არენას’’ მოედანს შეესიენ. მათ დაცვის სამსახურის მრავალრიცხოვან თანამშრომლებს აჯობეს და ყველაფერი დაიტაცეს რისი დატაცებაც შეიძლებოდა: კარის ბადეები თუ გაზონი. ვიტინია ბარიერზე აძვრა და გულშემატკივარს ხელს ართმევდა. მეტოქე გუნდების ფანებმა თამაშამდე ქალაქის რკინიგზის სადგურზე ჩხუბეს და საცობი გამოიწვიეს. პარიზში კი აქა-იქ...
ფინალი ინგლისელების, ესპანელების და გერმანელების გარეშე
„ინტერმა’’ 2023 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო ფინალი, „პარი სენ ჟერმენმა’’ კი 2020 წელს „ბაიერნთან’’ ― 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალისტები შეეცდებიან ზედიზედ მეორედ არ დამარცხდნენ გადამწყვეტ შეხვედრაში. მილანისა და პარიზის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგას მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ შეეცილებიან. აქამდე მათი გზები ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს გადაკვეთილა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი კიდევ იმით არის საინტერესო,...
ფლიკი: მსაჯს ვუთხარი რაც სათქმელი იყო!
„ინტერისა’’ და „ბარსელონას’’ უჩვეულო, დრამატული დაპირისპირების შემდეგ (3:3; 4:3 დამატებით დროში), „სან სიროს’’ საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიელთა გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს: …ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მატჩში სული და გული ჩავდეთ. ყველა ეპიზოდი, რომელიც 50-50-ზე იყო „ინტერის’’ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მე ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ შედეგი უსამართლოა. მსაჯმა რამდენიმე...
ასე გაგიჟდა იამალის მამა
ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო,...
3:3 ინტერის გადმოსახედიდან
„ინტერისთვის’’ ეს მატჩი ლეგენდარული არა, მაგრამ ისტორიული ნამდვილად იყო, ― დაწერა „ბარსელონასა’’ და „ინტერს’’ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ იტალიური პორტალის calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ და იქვე განმარტებაც მოაყოლა, ― იმიტომ, რომ ბარსელონიდან 3:3-ის წამოღება გმირობაა, რომელიც თუ გავითვალისწინებთ, რომ მილანელები ორი ბურთით იყვნენ წინ, სინანულსაც მოიცავს. ინძაგის „ნერაძური’’ თამაშობდა გულით, ამაყად,...
მსაჯობა ნაპოლისა და ინტერის შეხვედრაში
იტალიის სერია A-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: „ნაპოლიმ’’ „ინტერს’’ უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 1:1. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმარმა ფედერიკო დი მარკომ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ მეორეტაიმში მასპინძლების დაჟინებულმა შეტევამ 87-ე წუთზე შედეგი მოიტანა ― დანიელმა ფილიპ ბილინგმა „აძურის’’ ქულა გადაურჩინა. მატჩის დამთავრების შემდეგ „შავ-ლურჯების’’ თავკაცმა სიმონე ინძაგიმ თქვა: „რთული შეხვედრა იყო, რომლის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ....
ჩალჰანოღლუ თუ ლობოტკა?
„გაძეტა დელო სპორტთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდზე „ნაპოლიზე’’ და მის „ინტერთან’’ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. …ორი გუნდის ასეთ დაპირისპირებას არ ველოდი, – თქვა ლიპიმ, – მჯეროდა, რომ ფავორიტები „ინტერი’’, „ნაპოლი’’ და „იუვე’’ იყვნენ, მაგრამ ინძაგის გუნდი კონკურენტებს სჯობს. მას ახლაც შეუძლია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასობაში „ნაპოლიმ’’ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და...
ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ
„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო,...









