„მილანმა’’ ეს გაიმეორა! 21 წელია გასული მას მერე, რაც დაუვიწყარ დერბიში „ინტერი’’ 2:0-ს უგებდა, მაგრამ „შავ-წითლებმა’’ იონ დალ ტომასონის, კაკას და კლარენს ზეედორფის გოლებით შეხვედრის ბედი შემოატრიალეს. იგივე მოხდა რიადში, იტალიის სუპერთასზე. „მილანმა’’ მერვედ მოიგო ჯილდო და… ხსენებულ „ინტერს’’ გაუტოლდა. გუნდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში სერიოზულად ბორძიკობს, დიდი წარმატება მოიპოვა. „იუვენტუსთან’’ შეხვედრის შემდეგ მილანელთა ახალმა მწვრთნელმა...
ჭდე: ინტერი
მატჩი ჩაიშალა, ბოვე სიკვდილს გადაურჩა
იტალიაში „ფიორენტინასა’’ და „ინტერის’’ შეხვედრა მე-16 წუთზე შეწყდა. მიზეზი: ფლორენციელთა მოთამაშეს ედუარდო ბოვეს გულის შეტევა მოუვიდა. ის მოედანზე დაენარცხა. მასთან დაუყოვნებლივ მივარდნენ გუნდის ექიმები და პირველადი დახმარება გაუწიეს. ფეხბურთელები წაქცეულის გარშემო შეგროვდნენ. მატჩი გადაიდო. მისი გადათამაშების თარიღი მომავალში გადაწყდება. ედუარდო ბოვე საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლე დეფიბრილატორის დაუყოვნებელმა გამოყენებამ გადაარჩინა. როგორც ექიმები ამბობენ, მოედანზე მისი...
ინძაგი პასუხს საჭიროდ არ მიიჩნევს
მილანური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „ინტერის’’ პოლიტიკას ამ ეტაპზე სრულად განაგებს გუნდის მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ნაპოლის’’ თავკაცის ანტონიო კონტესა და პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კომენტარებზე პასუხის გაცემა არ ღირს. საქმე ეხება პენალტს, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში მსაჯმა მაურიციო მარიანიმ ნეაპოლელთა კარში დანიშნა. მან სტუმართა ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას...
კონტეს ნათქვამი „მაღლა” არ მოეწონათ
„ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრის შემდეგ (1:1), ნეაპოლელთა განრისხებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად ილაპარაკა. ის უკმაყოფილო იყო პენალტით, რომელიც მისი გუნდის კარში დანიშნეს ― ზამბო ანგისამ დენზელ დუმფრიზი წააქცია. დარტყმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი. კონტეს მრისხანება არც იტალიელ მსაჯთა ხელმძღვანელ ჯანლუკა როკის ესიამოვნა და არც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა ორივეს თავისი...
შეფასებები: კვარა უფრო თავს იცავდა
სანაკრებო კვირის წინ სერია A-ში მე-12 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი ინტერესი „სან სიროზე” „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრამ გამოიწვია. მატჩი დასრულდა 1:1. ნეაპოლელთა ქართველი გარემარბი მეტწილად დაცვითი სამუშაოთი იქცევდა ყურადღებას, თუმცა „აძურის” გოლი მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. იტალიურმა პრესამ კვარაცხელია ასე შეაფასა: calciomercato — 6.0 ზარს პირველმა მან ჩამოჰკრა, როდესაც თამაშის დაწყებიდან 15...
ინტერის 51 ნაპოლის წინააღმდეგ
„გაძეტა დელო სპორტის’’ ონლაინ ვერსიის კოორდინატორმა პასკუალე სალვიონემ 1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club-ის ეთერში „ნაპოლისთან’’ დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაარჩია. მან ყურადღება შეაჩერა „ინტერთან’’ მომავალ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის ჯერაც გაურკვეველ საკონტრაქტო საკითხებზე. „დღევანდელ შეზვედრაში „ინტერი’’ ფავორიტია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, ― თქვა სალვიონემ, ― მოტივაციის თვალსაზრისით...
კვარას კანონი
კვარა „სან სიროზე’’ ბრუნდება. თორმეტი დღის წინ მან ამ სტადიონზე „მილანს’’ გაუტანა. ეს იყო მისი მეხუთე გოლი მიმდინარე სეზონში. ხვიჩა „ინტერს’’ სერია A-სა და იტალიის სუპერთასზე ხუთჯერ ეთამაშა, მაგრამ მის კარში გოლი არასდროს გაუტანია. თუმცა, როგორც ჯოვანი დი ლორენცო ამბობს, ყველაფერი, რაც დღევანდლამდე მოხდა მხოლოდ წარსულია. მან შეიძლება რამე გვასწავლოს, მაგრამ მომავლისკენ მიმართულ მზერას მიმართულებას...
ინტერთან შეხვედრის წინ: დიდი რომი და ოსიმენის აჩრდილი
კვირას რომელუ ლუკაკუ „სან სიროზე’’ ბრუნდება. ის „ნაპოლის’’ თავდამსხმელის რანგში უნდა დაუპირისპირდეს „ინტერს’’, გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც სკუდეტო აქვს მოგებული. საგულისხმოა, რომ იმ „ინტერს’’ სწორედ ანტონიო კონტე ედგა სათავეში, „ნაპოლის’’ ამჟამინდელი მწვრთნელი. ამჯერად ბელგიელ ფორვარდს ორი წლის წინანდელის მსგავსად „შავ-ლურჯი’’ მაყურებლის თბილი შეხვედრა არ ელის. ის მეტოქე იქნება. თუმცა დიდ რომს ასეთი გამოცდილება უკვე აქვს. ის...
არტეტას პრეტენზია ორ პენალტზე
მიკელ არტეტამ „სან სირო’’ განრისხებულმა დატოვა. მისმა „არსენალმა’’ „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა 0:1 წააგო. ესპანელს მწვრთნელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯებმა ორ საპენალტე სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და ორივეჯერ ლონდონელების საწინააღმდეგოდ. უპირველეს ყოვლისა „მეთოფეების’’ თავკაცი აღაშფოთა იმ ეპიზოდმა, როდესაც „ინტერის’’ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაიტანა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ მიკელ მერინომ „მეთოფეთა’’ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არტეტას...
ახლოვდება საჩემპიონო დუელი
სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის დინამიკა უპრეცედენტო ემოციურ ფონს ქმნის: სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტებიდან „ნაპოლი’’ უპირატესობას ფლობს, რადგან კვირაში მხოლოდ ერთ თამაშზეა კონცენტრირებული, „ინტერის’’ გრაფიკი კი გაცილებით დატვირთულია. მილანელებს წინ დიდი გამოწვევები ელით, თუნდაც ოთხშაბათის შეხვედრა „არსენალთან’’, რომელიც მისი ევროპული მოგზაურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მას კი მოსდევს კვირის ჯახი „ნაპოლისთან’’, რომელშიც „ნერაძურის’’ ლიდერთან სხვაობის შემცირების ან...









