გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა. ჩემპიონთა თასი დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს...
ჭდე: თედო აბჟანდაძე
აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...
ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...
37 ქართველის 31 ლელო
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე....
ბექურები
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა… ტოპ 14 ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და...
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...
6 ლელო ნიდერლანდებთან…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის...
ქართველთა ფრანგული სუპერტური
საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრო დ2-ის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული მოხვდა, თან ვეტერანი მორკინალი ამ პატივს ზედიზედ მეორედ ეღირსა, ხოლო ტოპ 14-ის საუკეთესოთა 15-ეულში ერთბაშად სამი ქართველი აღმოვაჩინეთ! საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის ტრადიციულ ნაკრებში „ტულონის“ ბურჯი...
ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!
ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!...









