თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია – კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით… რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე… მასთან ასოცირდება „ვიტ ჯორჯია“. გუნდი 2018 წელს დაბრუნდა მთავარ ლიგაში, მაგრამ ისევ გავარდა და ბოლო ორი სეზონია, იქაც...
ჭდე: ვიტ ჯორჯია
მერანი ვიტ ჯორჯიასთან დარჩა
გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი ოფის საპასუხო მატჩები. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:0 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 1:1), ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ამრიგად, გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. კოლხთათვის თერთმეტმეტრიანები ამ წყვილში დამღუპველი გამოდგა. პირველ მატჩში მათ ორი პენალტი გააცუდეს. ამჯერადაც...
ბოლო დასვენება …
34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო. აი, „საბურთალო“...
ქულების ომი
საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია. ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა. ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“...
ე, ლიგა
ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,...
ნახევარი საბურთალომ მოიგო
მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...
რატომ?
ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...
აფსუს, ტორპედოც…
„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,...





