ასაკი? კი ბატონო, 32 წლისაა, მაგრამ ამბიცია არ მოჰკლებია. და მას არ აქვს იმ ხალხთან კამათის დრო, რომელსაც მიაჩნია, რომ მან „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლით ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ? იმიტომ, რომ ვილიანმა იცის რისთვისაც მივიდა „ემირეიტ სთედიუმზე”. თავიდანვე, როდესაც „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას შეხვდა და ელაპარაკა, გაირკვა, რომ ორივეს ერთნაირი, დიდი ამბიცია ჰქონია — ჩემპიონთა ლიგაში...
ჭდე: ვილიანი
ვილიანის აგენტთა ხრიკი ფინალის წინ
ბრაზილიელმა ვილიანმა ფრენკ ლემპარდს შეიძლება ფინალის გეგმა აურიოს. მიზეზი: ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჩელსისა” და „არსენალის” გადამწყვეტი მატჩის წინ გარემარბის აგენტმა გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი „არსენალში” გადადის. ფინალი შაბათსაა. შემდეგ, ერთ კვირაში სეზონი მთავრდება, 31 წლის ფეხბურთელს კი მაგიდაზე „მეთოფეთა” გამზადებული ხელშეკრულება უდევს. ბრაზილიელს დარჩენას „ჩელსიც” სთავაზობს, მაგრამ მოთამაშე და კლუბი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან. ვილიანს...
პედროს ერთგულება და ეჭვები
„ჩელსი” ესპანელ თავდამსხმელ პედროს დრებით კონტრაქტს უმზადებს, რათა მან პრემიერლიგის განახლებულ ჩემპიონატში ითამაშოს. ძველ კონტრაქტს ყავლი ივნისის ბოლოს გაუდის, მაგრამ 32 წლის კანარელმა 9 თამაშით დარჩენაზე თანხმობა განაცხადა, რადგან იცის, რომ მისი გამოცდილება დასავლეთლონდონელებისთვის მნიშვნელოვანია. თითქოს, ყველაფერი მოგვარებულია, ოღონდ მაინც არის შანსი, რომ პედრომ ახალ საბუთს ჯერჯერობით ხელი არ მოაწეროს. მიზეზი ბრაზილიელი თანაგუნდელისა და მეგობრის...
დაბრუნდები, მაგრამ როდის?
„ჩელსი” ვილიანის თხოვნას განიხილავს — ბრაზილიელს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში სურს დაბრუნება. ნახევარმცველს ის ლონდონი, რომელსაც ამ დღეებში ხედავს, აღიზიანებს. ის ამბობს, რომ ინგლისის დედაქალაქი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ ხალხი მაღაზიებს შეესია. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო COVID 19-ს ებრძვის, 31 წლის ფეხბურთელს ოჯახთან უნდა ყოფნა და ამაში საკვირველი არაფერია, მაგრამ დასავლეთლონდონელებს...
ვილიანი საბოლოოდ გაიბუტა
„ჩელსის” ვარსკვლავი ვილიანი 31 წლისაა და დასავლეთლონდონელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. ბრაზილიელს „სტემფორდ ბრიჯზე” ორიოდ თვეღა დარჩა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება. არადა, სულ ახლახან, თებერვალში, ვილიანმა ინტერვიუში თქვა, რომ ლონდონი მისი მეორე სახლია. ის მოწადინებული იყო „ჩელსიში” დასარჩენად. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ბრაზილიურ UOL Esporte-თვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა განმარტა, რომ მთავარი დაბრკოლება ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობაა....
ვილიანმა სარი იცის
„იუვენტუსს” „ჩელსისგან” 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც” ფიქრობს, მაგრამ ამასობაში „იუვე” სიტუაციას აკვირდება. არსებობს დაბრკოლებაც. ვილიანს მაურიციო სარისთან მუშაობა არ მოსწონს. იტალიელი...
კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა
ვილიანმა თქვა, რომ თუ „ჩელსის” მწვრთნელად კვლავ ანტონიო კონტე იმუშავებდა, მისი „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გამორიცხული იყო. ვილიანის გასახარად კონტემ რთული 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დასავლეთ ლონდონური გუნდი დატოვა. ბრაზილიელი მთალი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას. მას კონტე არ უნახავს, არ დალაპარაკებია. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ იტალიელი მწვართნელი წავიდა. მაისში, ინგლისის ფეხბურთის...
ვილიანი პასპორტს ელოდება, მორატა ნერვიულობს, სარი მსჯელობს
ამ ზაფხულს ვილიანზე მხოლოდ ერთს ამბობდნენ, „ჩელსიდან” წავაო. ბრაზილიელს ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელზე თვალი ეჭირა „ბარსელონასაც”. ამ საკითხზე დასავლეთ ლონდონელთა ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის „არსენალთან” შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის ორმა გუნდმა ეგრეთწოდებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, 1:1 ითამაშა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი „არსენალმა” გაიმარჯვა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის მე-15 წუთზე...







