67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის...
ჭდე: დინამო
ექვსქულიანამდე სამქულიანი…
მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
ცოტაც და ჩაიშლებოდა…
უეფას თასზე თბილისის „დინამო“ სტუმრად ნორვეგიული „მიოლდეს“ რომ ეთამაშებოდა, არბიტრმა ძირითად დროს 10 წუთი დაამატა და ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა რადიომიმღები სიმწრით კინაღამ დალეწა, რადგან ჩვენებს საშინაო მატჩი 2:1 ჰქონდათ მოგებული, გასვლაზე კი 0:0 იყო და სანერვიულო არ იკლებდა. საბოლოოდ მატჩი ასევე მორჩა, მაგრამ გასაკვირი გასაკვირი მსაჯის დამატებული დრო გამოდგა – იმხნად 90 წუთზე 10-ის დამატება წარმოუდგენენლი გახლდათ....
რო გაეტანა, რო არ გაეშვა
„რო გაეტანა“ ფეხბურთის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია. საფეხბურთო საკითხებზე კამათში ის სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ. „რო გაეტანა, საქმე სხვაგვარად წავიდოდაო“, მილიარდჯერ უთქვამთ გულშემატკივრებს. იგივე შეიძლება ითქვას „რო არ გაეშვას“ შესახებ. ესეც განთქმული ფრაზაა, მაგრამ, როგორც წესი, ფეხბურთის მოყვარულებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ სოკერი ულმობელი თამაშია და საბოლოო შედეგისთვის „რო“-ს მნიშვნელობა არა აქვს. ეგებ გულშემატკივრისთვის...
შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია?
ყველაზე უცნაური რაც ჩვენს ფეხბურთს სჭირს, მედიდურობაა. „დინამომ“ რომ „ტილბურგთან“ წააგო, სამი დღეა გასული და ამ დღეში, ბარე შვიდი ფეხბურთის მოყვარე კაცი შემხვდა და მითხრა, აგვისტოში რომ დაწერე „დინამომ“ გამოიღვიძა, აჩქარდი, ბევრი მოგივიდაო. როცა რაიმე გაგეხარდება, ბევრიც მოგივა ხოლმე. მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, „დინამომ”“„ატლეტიკს“ მოუგო და რამდენიმე თბილისელმა ფეხბურთელმა მართლაც საუცხოოდ ითამაშა წყვილის ორივე შეხვედრაში....
ფრე და ფრე
კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...
ბოდიში და გმადლობ
ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა? ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად – არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები. ეგებ ამის გამოც გველაპარაკა? ტაქსიდან რომ ჩადიოდა, ფული გაუწოდა მძღოლის გვერდით მჯდომ მოლარეს და სადღაც განზე...
დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...
დინამო, 88, უეფა და ფეიენოორდი…
უეფას სასჯელი, მარცხი როტერდამში, გაძევებული ფეხბურთელი, ავტოგოლი, პენალტი – ეს ყველაფერი ერთიანად მიაწყდა თბილისის დინამოს… ერთობ წარმატებული პერიოდის შემდეგ თბილისელები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ფეიენოორდს ესტუმრნენ. მატჩამდე შეიტყვეს, რომ წინა ეტაპზე, გაბალასთან მატჩისას ქომაგებისგან გამოფენილი ბანერი გამო კლუბი უეფამ დასაჯა და ფეიენოორდს უმაყურებლოდ დაუხვდებოდნენ. ამ ამბავს, უშუალოდ მატჩისას შექმნილი პრობლემები დაერთო და ჯამში...
როტერდამულები
„ფეიენოორდი“ ჰონალდიის ჩემპიონატში მყარი მესამე გუნდია. ევროსარბიელზეც მაქსიმალურად შორს იქაჩება, ხოლმე… წლეულს როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივ სარბიელზე პირველობისთვის როტერდამული კლუბი „აიაქსსა“ და პსვ-ს გვარიანად რომ ანერვიულებს, ახლავე შეიძლება ვთქვათ. „ფეიენოორდი“ ის კლუბია, რომლის ხელმძღვანელობაშიც უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე თამაშობს – რობინ ვან პერსი, როი მაკაი, პიერ ვან ჰოიდონკი, დენი ლანძაატი, ჟან-პოლ ვან გასტელი,...









