„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ. რამდენიმე დღის წინ 2025...
ჭდე: დეზირე დუე
დუე ოქროს ბიჭი გახდა
დეზირე დუე 2025 წელს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 20 წლის ფრანგმა თავი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენში’’, რომელმაც მოიგო ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული, ქვეყნის თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ამ წელს შედგა დუეს დებიუტი ეროვნულ გუნდშიც. თავდამსხმელზე წერენ, რომ ის მეტად ამბიციურია. მას არ აკმაყოფილებს ადგილი საუკეთესოთა შორის, მას...
დუე ორშაბათს ოქროს ბიჭი გახდება
ბოლო ინფორმაციით დეზირე დუე შეიძლება 2025 წელსვე დაუბრუნდეს მოედანს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელმა 29 ოქტომბერს „ლორიანთან’’ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს გადის. ექიმები მას დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან. ფაქტია, რომ დუე ოთხშაბათს „ტოტენჰემთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს ― ჯერ მკურნალობის და დარბაზში ტრენაჟორებთან მუშაობის პროცესშია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ,...
ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა
დეზირე დუე მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. ამ ამბავმა „პარი სენ ჟერმენი’’ დაამშვიდა, რადგან უარესს ელოდა. ოთხშაბათს, სტუმრად „ლორიანთან’’ შეხვედრის მეორე ტაიმში (1:1) 20 წლის ფრანგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ოპერაცია არ დასჭირდება. პარიზულმა კლუბმა მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე კუნთი გაეჭიმა. უფრო ვრცლად მისი ჯანმრთელობის შესახებ...
დემბელე და დუე 4-6 კვირას გამოტოვებენ
„პარი სენ ჟერმენსა’’ და საფრანგეთის ნაკრებს შორის ურთიერთობა იძაბება. პარიზელთათვის „ლურჯერიბს’’ უკრაინასთან 2:0 გამარჯვება ოსმან დემბელეს მარჯვენა ფეხის ორთავა კუნთისა და დეზირე დუეს მარჯვენა კოჭის ტრავმებმა გადაფარა. დემბელე გუნდს სავარაუდოდ ექვსი, ხოლო დუე ოთხი კვირით დააკლდება. ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა ცუდ დროს დაემთხვა, რადგან იწყება ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება და ჯგუფურ ეტაპზე თითოეულს ქულას საგანგებო...
პარი სენ ჟერმენი გაბრაზებულია
„პარი სენ ჟერმენს’’ სანაკრებო კვირეული ძვირი დაუჯდა. კლუბის ხელმძღვანელები გაბრაზებულები არიან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთში წასულა, სადაც ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. დღეს მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს. „პარიზიენი’’ წერს, რომ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. გაზეთმა დაადგინა, რომ პსჟ-ს მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი ლუის ენრიკეს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ძალიან განიცდის...
დეზირე დუეს დღეობა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლის გატანიდან სამი დღის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს დეზირე დუეს 20 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდა ვარსკვლავი დღეობას კლერფონტენში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე შეხვდა. დუეს ასაკთან შედარებით უჩვეულოდ გაზრდილს უწოდებენ და წერენ, რომ მან დაბადების დღის საჩუქარზე თავად იზრუნა ― სამი დღით ადრე „ინტერს’’ ორი გოლი გაუტანა. დიდიე დეშამმა პარიზელთა ფორვარდი ერთა ლიგის...
ბარკოლას და დუეს კონკურენცია
საფრანგეთში შეუმჩნევლად არ ჩაუვლია იმ ამბავს, რომ ბრედლი ბარკოლას ბოლოხანს „პარი სენ ჟერმენის’’ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად უწევს თამაში. არადა, წინა სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 52 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო 11 მატჩში ფრანგმა გარემარბმა გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, მის მიერ შესრულებული საგოლე პასების რაოდენობა კი მხოლოდ 4-ს უდრის. და რაც...
დეზირე დუემ სამშობლო ძნელად აირჩია
„პარი სენ ჟერმენის’’ შემტევი ნახევარმცველი დეზირე დუე საფრანგეთს ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში წარმოადგენდა, შემდეგ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ამასწინათ კი დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა, მაგრამ როგორც ირკვევა დუეს საფრანგეთის ნაკრებამდე მისი ისტორიული სამშობლოს კოტ დ’ივუარის მთავარი გუნდიც იწვევდა. საინტერესოა, რომ დეზირეს ძმამ „სტრასბურგის’’ ფეხბურთელმა გულა დუემ „სპილოებში’’ თამაში ამჯობინა. როგორც კოტ დივუარელთა ნაკრების...
დუე მბაპეს სკოლაში სწავლობდაო
„პარი სენ ჟერმენის’’ 19 წლის შემტევი დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რის გამოც ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნად არ მოიძებნება მისი ასაკის ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ის გარდა ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშევი. პროფესიული მხარის გარდა, საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებულმა ყმაწვილმა ყურადღება ჟურნალისტებთან ლაღი ურთიერთობით მიიპყრო. ფრანგებს ასეთი ტრადიცია აქვთ: ეროვნული გუნდის დებიუტანტს პრეს-კონფერენციაზე მიიყვანენ...









