ჭდე: დარვინ ნუნიესი

Home დარვინ ნუნიესი
ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა
ჩანაწერი

ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა

26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან’’ „ალ-ჰილალში’’ გადავიდა. საუდელებმა მასში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს. ნუნიესმა „ენფილდზე’’ სამი წელიწადი გაატარა. უფრო ადრე ის „ბენფიკაში’’ თამაშობდა, საიდანაც მერსისაიდელებმა 75 მილიონს პლუს ბონუსებად იყიდეს. ინგლისში ნუნიესმა 143 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მან არნე სლოტისეული გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ბოლო წრეში მხოლოდ რვაჯერ მოხვდა...

ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის
ჩანაწერი

ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის

„ლივერპულის“ ურუგვაელი ახალწვეული დარვინ ნუნიესი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ არ ესმის მთავარი მწვთნელის, იურგენ კლოპის მითითებები გერმანული აქცენტის გამო. „სიმართლე გითხრათ, როცა კლოპი ლაპარაკობს, მისი აქცენტის გამო არაფერი მესმის. ცხადია, თანაგუნდელებს ვთხოვ ამიხსნან რას ამბობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლოპმა ზუსტად იცის რა უნდა ყოველი კონკრეტული ფეხბურთელისგან.“ 23 წლის ნუნიესი „ლივერპულში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ბენფიკადან“ მერსისაიდული კლუბისთვის...

ლივერპულს მესამე ტურში ბედი გაეხსნებაო
ჩანაწერი

ლივერპულს მესამე ტურში ბედი გაეხსნებაო

„ლივერპულისთვის” კარგი ამბავი ის არის, რომ შემდეგი თამაში აუტსაიდერ „მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვსო, ხუმრობს „სანი”. თუ ეს ხუმრობაა, რასაკვირველია. სხვა სიტყვებით, მართალია მერსისაიდელებმა ორი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, მაგრამ მესამე ტურში მოგების დიდი შანსი აქვთ, რადგან… „იუნაიტედს” ხვდებიან. მერე რა, რომ თამაში „ოლდ ტრეფორდზეა”. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური გავიდა და...

ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
ჩანაწერი

ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი

„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...

ორი ფაქტორი
ჩანაწერი

ორი ფაქტორი

რობერტ ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის გამონათქვამით: „ლევანდოვსკი 2022 წელს არსად არ წავა“. პოლონელი ბომბარდირი ზაფხულისთვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. გარდა ამისა, ლევანდოვსკი უკმაყოფილო ყოფილა იულიან ნაგელსმანის ტაქტიკით, იმდენი საგოლე მომენტი აღარ მექმნება, როგორც აქამდეო. „ბარსელონა“? ყველაზე ხშირად „ლევას“ იქ გადასვლაზე წერენ და ვნახოთ, რამდენად რეალურია. გერმანული გამოცემა წერს, რომ „ბაიერნი“ შესაძლო შემცვლელებთან...

მარტინესი მადრიდში მიდის
ჩანაწერი

მარტინესი მადრიდში მიდის

მადრიდის „ატლეტიკოს“ ამ ზაფხულს უმაღლესი კლასის ფეხბურთელის შეძენა გადაუწყვეტია. ჯერჯერობით მიზანში ორი ფეხბურთელია – პორტუგალიური „ბენფიკას“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი და მილანის „ინტერის“ არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი. მეტი შანსია, რომ მადრიდელთა ახალწვრული მარტინესი იყოს, რადგან, „ატლეტიკო“ თანახმაა „ინტერის“ მოთხვნას დათანხმდეს და 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. მარტინესმა მიმდინარე სერია A-ში 29 მატჩში 15...

იუნაიტედი კაპიტალურ რემონტზე
ჩანაწერი

იუნაიტედი კაპიტალურ რემონტზე

ინგლისში ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ ზაფხულში 12 ფეხბურთელი დატოვებს კლუბს. ამბობენ, რომ ჰოლანდიელს მანკუნიანელთა თავკაცად უახლოეს დღეებში დანიშნავენ. 52 წლის ტენ ჰაგი 2017 წლის შემდეგ „აიაქსს” უდგას სათავეში, თუმცა „გარდიანის” ინფორმაციით „ოლდ ტრეფორდზე” სამ თუ ოთხწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზად არის. მედიაში გავრცელდა...