ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ...
ჭდე: გიორგი ხარებაშვილი
დასრულდა
36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა). „იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს. პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება...
31-ე იბერიისთვის
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტური „იბერიისა“ გამოდგა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ამჯერად სტუმრად, „დინამოსთან“- 2:0. ორივე გოლი მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა. ახლა მას 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. დინამოელები მე-17 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მათი კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ორი გაფრთხილების გამო დაითხოვა მინდვრიდან. ამან, ცხადია, თამაშის სცენარი საგრძნობლად შეცვალა. მისმა ...
საოცარი გაგრა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...



