„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ახალ-ყოფილ გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოაგებინებს. მანკუნიანელთა დიდი კაპიტანი ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა მიზნად ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასების მოგება უნდა დაისახოს და არა ჩემპიონობა. 36 წლის პორტუგალიელის „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შესახებ ლაპარაკისას კინმა „სქაი სპორტის“ ეთერით ასე თქვა: „ვფიქრობ, რონალდუს დაბრუნება „იუნაიტედისთვის“,...
ჭდე: გარი ნევილი
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
მანჩესტერ იუნაიტედის წრუწუნათა თეატრი
„ოლდ ტრეფორდს” ოცნებათა თეატრს უწოდებენ, მაგრამ გარი ნევილი ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით იმეორებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი ყველაფერია ოცნებათა თეატრის გარდა. და ნევილი ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ჩემპიონი ვერ გახადა, არამედ იმიტომ, რომ „იუნაიტედის” მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის ხელში ნაგებობა გაპარტახდა. არადა, ერთი შეხედვით „ოლდ ტრეფორდი” ბრწყინვალე სარბიელია, რომელშიც 75...
კლოპს და ნევილს ერთმანეთი შემოელანძღათ
აირია მონასტერი! ვეღარავინ გაიგებს ვინ ვის რატომ ებრძვის და აკრიტიკებს. აგერ, გუშინ, გარი ნევილმა იკითხა, იურგენ კლოპს სხვა საქმე არ აქვს, ჩემზე რომ არ იფიქროსო? არადა, ევროპის სუპერლიგის საკითხში თანამოაზრეები არიან… კლოპისა და ნევილის შეკამათება ნევილის ერთმა ნათქვამმა გამოიწვია, რომელსაც შეგახსენებთ: „40 წელიწადია „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ, მაგრამ სრულიად გამანადგურა იმან, რაც მოხდა. ყველაზე მეტად...
ნევილი: ბოთლის გამყიდველო!
გავაძევოთ პრემიერლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი” და „ლივერპული”! ჩამოვართვათ მათ ტიტულები! — მრისხანებდა გუშინ „იუნაიტედის” ვეტერანი და ტელეკომპანია „სქაის” მიმომხილველი გარი ნევილი. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომელი ინგლისული კლუბები იყვნენ ევროპის სუპერლიგის პირველ დამფუძნებელთა შორის, მაგრამ იცოდა, რომ გვიან საღამოს მისთვის საძულველი ლიგა დაარსდებოდა და ამას გამოაცხადებდნენ. თუმცა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლუბები არიან...
ხარბი სუბიექტების გეგმები
„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა. კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ...
პრემიერლიგა: ვითამაშოთ ავსტრალიაში!
პრემიერლიგას საოცარი „ბ” გეგმა შესთავაზეს — შეწყვეტილი ჩემპიონატი მზიური ავსტრალიის ქალაქ პერთში ჩაამთავროს. ლიგის შეშფოთებული ბოსები გამოსავალს ეძებენ. მათ ნება დართეს დარჩენილი 92 თამაში (ნეიტრალურ სტადიონებზე) ჩაატარონ, მაგრამ ამ სტადიონების ძებნაში სირთულე სირთულეს მოსდევს. და აი, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავსა, ტელეექსპერტს გარი ნევილს იდეა მოუვიდა: ვითამაშოტ დახურულ კარებს მიღმა, ოღონდ საზღვარგარეთ; და ნეიტრალური მოედნების საკითხიც ...
ფულის ამბავია, თორემ…
დღეს, მსოფლიო ფეხბურთში ერთი მთავარი თემაა: როდეს განახლდება შეწყვეტილი ჩემპიონატები და განახლდება თუ არა ისინი საერთოდ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს, ტელემიმომხილველ გარი ნევილს ამ საკითხზე თავისი შეხედულება აქვს. ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც სხვები გვერდს უვლიან. გარი ნევილი: „ვფიქრობ, გადაწყვეტილებაზე ეკონომიკური მხარე რომ არ მოქმედებდეს, ფეხბურთი ჯერ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ,...
ნევილის კაცობა
პრემიერლიგა პრემიერლიგად და ინგლისში ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც არსებობს, რომლის კლუბები კორონავირუსმა მძიმე მატერიალურ დღეში ჩააგდო. სწორედ მათ და ფეხბურთელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი გასაგებია: კლუბებს უნდათ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ, რაც ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ. და ამ დაპირისპირების მომრიგებლად გადაწყვიტეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი გამოიყვანონ. ცხადია, საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაც არის ჩართული. ნევილი, რომელიც...
ფეხბურთელები კუთხეში!
პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს. თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია შიშობს, რომ გასამრჯელოს ასეთი საყოველთაო დაკლება სახელმწიფოს გადასახადების სახით 200 მილიონ გირვანქას დააკარგინებს. იმავდროულად გაირკვა,...









