ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში...
ჭდე: ბარსელონა
მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო
„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა. კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ...
ვარდისფერი, მკერდზე დიაგონალით
„ბარსელონას” „ტვიტერის” გვერდს შეეშალა და ის რაც ოთხშაბათ დილიას ოფიციალურად უნდა გამოცხადებულიყო, სამშაბათ საღამოს დაპოსტა — წერს კატალონიური გამოცემა „სპორტი”. კერძოდ რა გაასაჯაროა შემთხვევით „ბარსას” „ტვიტერის” გვერდმა? გუნდის მესამე ფორმა, რომელსაც „ბლაუგრანა” 2018-19 წლებში ჩაიცვამს. მთავარი ფორმა „ბარსამ” საზოგადოებას ქალაქის ოლიმპიურ საწყლოსნო კომპლექსში ზაფხულის დასაწყისში წარუდგინა, ერთი ხნის შემდეგ კი მეორე, ეგრეთწოდებული სტუმრად ჩასაცმელი ყვითელი ფორმის...
პოლიცია მუნირის დაბადების დღეზე
„ბარსელონას” თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი 23 წლისა შესრულდა და მის დღეობაზე ქეიფში პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა. არა, პოლიციას არ უქეიფია, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო მისული. მუნირმა დაბადების დღე მადრიდში, „ტიფანის” ღამის კლუბში გადაიხადა — 30 მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც „ელ მუნდო” წერს, ფორვარდს სუფრა თავიდანვე ჰქონდა შეკვეთილი იყო, მაგრამ ქეიფის ბოლოს, როდესაც კლუბმა ანგარიში მიუტანა სადაც...
მესი და რონალდუ
ლეო მესიმ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, რომელთა შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლა იყო. „რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდებული შემადგენლობით, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მისთვის კარგი ვერაფრით იქნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად „იუვენტუსს” აქცევს. რონალდუს გადასვლამ გამაკვირვა. ვერც ის წარმომედგინა „რეალს” თუ დატოვებდა და ვერც ის,...
ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ
„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება. ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ,...
ბარსელონას სამი ნახევარმცველი
„ბარსელონა” რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე” სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას” სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მეორე „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო მესამე „აიაქსში”. რა აბრკოლებს „ბარსელონას”? ის, რომ ზემოთ დასახელებულ...
პოგბა ფულს ითხოვს
პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ. სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან...
ბარსელონა ბაიერნზე გაცილებით მაღლაა
„ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა, 31 წლის ჩილელმა არტურო ვიდალმა „ბარსელონაში” პრეზენტაციაზე თქვა: „ბარსელონას” ფეხბურთელობა „ბაიერნის” ფეხბურთელობაზე გაცილებით დიდი რამ არის. ნახევარმცველმა, რომელიც ბავარიელთა გუნდში სამ წელიწადს თამაშობდა, ორშაბათს „ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ვიდალი „ბლაუგრანაში” 3 წელიწადს დარჩება. მოვიტანთ კიდევ ერთ ციტატას მისი საპრეზენტაციო სიტყვიდან: „მე ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ გადმოვედი”. „ბარსას” „ტვიტერზე” დაპოსტეს კადრები,...
პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...









