„ბარსელონას” „ტვიტერის” გვერდს შეეშალა და ის რაც ოთხშაბათ დილიას ოფიციალურად უნდა გამოცხადებულიყო, სამშაბათ საღამოს დაპოსტა — წერს კატალონიური გამოცემა „სპორტი”. კერძოდ რა გაასაჯაროა შემთხვევით „ბარსას” „ტვიტერის” გვერდმა? გუნდის მესამე ფორმა, რომელსაც „ბლაუგრანა” 2018-19 წლებში ჩაიცვამს.
მთავარი ფორმა „ბარსამ” საზოგადოებას ქალაქის ოლიმპიურ საწყლოსნო კომპლექსში ზაფხულის დასაწყისში წარუდგინა, ერთი ხნის შემდეგ კი მეორე, ეგრეთწოდებული სტუმრად ჩასაცმელი ყვითელი ფორმის პრეზენტაციაც მოაწყო.
მესამე ფორმა, რომელსაც სარეკლამო სურათზე პიკე, კოუტინიუ და დემბელე წარმოადგნენ, ნარინჯისფერისა და ვარდისფერის ნაზავია, მკერდზე მოწითალო სამკუთხედებით. სამკუთხედები დიაგონალური ხაზებით არის გამოხაზული, დიაგონალური ხაზი კი კატალონიის დედაქალაქის ცნობილ ქუჩას ავენიდა დიაგონალს აღნიშნავს.
„სპორტი” წერს, რომ მაისურის ასეთი დიზაინი გულშემატკივართა შორის უთუოდ აზრთა სხვაობას გამოიწვევს, თუმცა კარგია, რომ გუნდი ამ ფორმას იშვიათად ჩაიცვამს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
