ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად. ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი...
ჭდე: ბარსელონა
ატლეტოკო ბარსას აღარ უჩივის
ივლისში მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ხელმძღვანელობას მიმართა, „ბარსელონამ“ 80 მილიონი ევრო დაგვიმალაო. საქმე იმაშია, რომ აწ უკვე კატალონიელი ანტუან გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 1 ივლისამდე 200 მილიონი იყო დათქმული, ამის შემდეგ კი თანხა ავტომატურად მცირდებოდა 120 მილიონ ევრომდე. „ბარსელონა“ დაელოდა 1 ივლისს და კონტრაქტი 120 მილიონად გამოისყიდა. „ატლეტიკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვდა – ფეხბურთელი კლუბს...
როცა ბარსას ზენიტზე გაცვლი…
რამდენი უნდა შემოგთავაზონ, რომ კატალონიური „ბარსელონადან“ პეტერბურგულ „ზენიტში“ გადაბარგდე? ფინანსურად შეთავაზება მეფური იქნებოდა – პუტინის საყვარელ კლუბს ხომ „გაზპრომი“ აფინანსებს და ვიდრე თანხა ას მილიონს არ გასცდება, ქველმოქმედებად თვლიან. მალკომი „ზენიტში“ გადავიდა. საინტერესო იყო სოციალურ ქსელელებში ქომაგთა გამოხმაურებები, რომლებიც ტალანტს თბილად დაემშვიდობნენ, მწვრთნელი ვალვერდე კი ლამის ანათემას გადასცეს მისი ნიჭის არგამოყენების გამო. მალკომის კარიერა სულ...
იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი
„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან. არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს...
ოცდაერთნომრიანი ამბავი ბარსელონაში
ესპანური ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი ფეხბურთელები ემზადებიან და… ცოტას კინკლაობენ კიდეც. ასე მაგალითად, ბარსელონელი კარლეს ალენია უკმაყოფილოა, რომ კლუბმა 21 ნომერი ახალწვეულ ფრენკი დე იონგს მისი ნებართვის გარეშე მიანიჭა. ალენია 21 წლისაა, დე იონგი ოცდაორის. ალენიამ თქვა: „ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 21 ნომრიან მაისურს დე იონგს ჩემთან შეუთანხმებლად დაჰპირდა....
დალოცვილი იყავი… ბარსელონაში
იურგენ კლოპმა ESPN-ის ჟურნალისტებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ფილიპე კოუტინიუს „ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში” უსურვა წარმატება. 27 წლის ფეხბურთელი „ენფილდ როუდიდან” „კამპ ნოუზე” 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ მასაც და კლუბსაც იმედი გაუცრუვდათ. ბრაზილიელმა „ბარსაში” ვერა და ვერ დაიმკვიდრა ვარსკვლავის შესაფერისი ადგილი. ოდესღაც მერსისაიდელთა ლიდერმა ვერც ბარსელონელი გულშემატკივრის გული...
რატომ წავიდა რონალდინიო ბარსელონაში?
ზუსტად 16 წლის წინ, 2003 წლის 20 ივლისს, ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ბარსელონას მიაშურა და ისტორიის დაწერა დაიწყო, თუმცა შეიძლებოდა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო. თურმე, მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ გადასვლას სულ 48 საათი აშორებდა, როცა საქმეში კატალონიელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მოსაგვარებელი...
რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?
ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა. ხელფასი „ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი” ...
ნეიმარი ალყაშია
მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს. ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან. რამდენიმე დღის წინ გამცნეთ,...
ბარსელონელი გრიზმანის შუქ-ჩრდილები
როგორც იქნა! ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლის საგა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა. ფრანგი თავდამსხმელის ესპანეთის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა ხან მავანთა რისხვას იწვევდა და ხან მავანთა აღშფოთებას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიზმანის ტრანსფერი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე „ბლაუგრანას” ფეხბურთელია, მადრიდულმა „მარკამ” მომხდარის შავ-თეთრი მხარეების გამოცნობა სცადა. ...









