ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
მესი და მყესი
ჩანაწერი

მესი და მყესი

ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან...

ხელფასები იზრდება და იზრდება
ჩანაწერი

ხელფასები იზრდება და იზრდება

ლა ლიგაში ხელფასების ყველაზე დიდი ლიმიტი „ბარსელონას” აქვს. კატალონიელებმა ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 38,52 მილიონი ევროთი გაზარდეს — 632,9 მილიონიდან 671,42 მილიონამდე. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ მეორე ადგილზე „რეალია”. მადრიდელთა ლიმიტი 641 მილიონ ევროს უდრის. შარშანდელთან შედარებით მათაც 74,55 მილიონით გააუმჯობესეს მდგომარეობა. მესამე კი „ატლეტიკოა” — 384,5 მილიონი. „მატრასები” სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან „ბარსას” და...

ვენგერი მესის ნანობს
ჩანაწერი

ვენგერი მესის ნანობს

არსენ ვენგერმა მოყვა, რამდენად ახლოს იყო „არსენალი” ლეო მესის შეძენასთან 2003 წელს. ეს ის წელიწადია, როდესაც ჩრდილო ლონდონელებმა კატალონიის დედაქალაქიდან სესკ ფაბრეგასი წამოიყვანეს და ვენგერის ნანობს, რომ მასთან ერთად არგენტინელიც არ შეიძინა. „ადამიანები მთელი ცხოვრება წარსულის შეცდომებს ვნანობთ, — უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს, — მესი და ფაბრეგასი მეგობრები იყვნენ. როდესაც ფაბრეგასი შევიძინეთ, მესისაც ველაპარაკებოდით. თუკი ცხოვრებაში...

ვინ არის ფატი?
ჩანაწერი

ვინ არის ფატი?

გაიცანით: 16 წლის კაფანდარა ფორვარდი. ფატი კატალონიელ ქომაგებს ახალ იმედად მოევლინა  და უკვე კლუბის ისტორიის გადაწერაც მოახერხა. სეზონის სტარტზე „ბარსას“ პრობლემები აქვს. თითქოს მესის ტრავმა არ კმაროდაო და გასულ ტურში გუნდმა უსამა დემბელე და ლუის სუარესიც მოისაკლისა. მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მეტი არაფერი დარჩენოდა და კლუბის აღსაზრდელებს მისცა შანსი – 16 წლის ფატის და 21 წლის...

აღარ კმარა?!
ჩანაწერი

აღარ კმარა?!

ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა. ესპანელ ნახევარმცველს...

„ბარსამ” ისევ დაკარგა ქულები
ჩანაწერი

„ბარსამ” ისევ დაკარგა ქულები

„ოსასუნამ” „ბარსელონას” უმასპინძლა და თამაშის ბოლოს, პენალტით გაუთანაბრა ანგარიში — 2:2. მასპინძელთა ორივე გოლი რობერტო ტორესმა გაიტანა. თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმიტომ დაინიშნა, რომ „ბლაუგრანას” ვეტერანმა მცველმა ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა მატჩის შემდეგ კატალონიელი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. პიკემ არ უარყო, რომ ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ თქვა, ასეთი განზრახვა არ მქონიაო. „ბურთი ხელში მომხვდა,...

ალექსის სანჩესის ბევრი ფული, პრობლემები და მესამე
ჩანაწერი

ალექსის სანჩესის ბევრი ფული, პრობლემები და მესამე

როდესაც ალექსის სანჩესი „არსენალში“ თამაშობდა, ჟოზე მოურინიუ იმავეს ხედავდა, რასაც მთელი დანარჩენი საფეხბბურთო სამყარო — სწრაფ, აგრესიულ, მკვირცხლ, შემოქმედებით ბომბარდირს. სწორედ ამიტომ გამოგლიჯა ხელიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ თითქმის გადაბირებული ჩილელი ფორვარდი 2018 წლის იანვარში. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს ენითაუწერელ გასამრჯელოზე უწერდნენ ხელს, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებს ერთი რამ გამოეპარათ. მათ ვერ დაინახეს შინაგანი პრობლემებით სავსე, ცოლთან...

კოუტინიუ, ჩვარი თუ ვარსკვლავი?
ჩანაწერი

კოუტინიუ, ჩვარი თუ ვარსკვლავი?

მაშ ასე, „ბაიერნმა“ „ბარსელონასგან“ ფილიპე კოუტინიუ გადაიბირა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წლით. იჯარით. გასიად ამ დროს კი გერმანიის რეკორდმაისტერს საშუალება ექნება 120 მილიონ ევროდ მას ნაღდი კონტრაქტი გაუფორმოს. მიუნხენში ბრაზილიელის შეძენა ახარებთ, ესპანეთში კი მის მიერ „ბარსაში“ გატარებულ პერიოდს იხსენებენ და ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთება უჭირთ. კატალონიურმა გაზეთმა სპორტმა კოუტინიუს ანალიზი მიუძღვნა, სადაც თავიდან გაიხსენა, რომ როდესაც...

ტელოს ამბავი
ჩანაწერი

ტელოს ამბავი

გახსოვთ კრისტიან ტელო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ 7:1 „ლევერკუზენთან“. მაშინაც მოედანზე მთავარი კაცი ლეო მესი იყო. 5 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე… თუმცა, არგენტინელთან ერთად, 2012 წელს გამართულ შეხვედრაში ერთ ახალგაზრდა ბიჭსაც შეამჩნევდით. მაშინ 22 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს დანარჩენი ორი გოლი გაუტანა და უმალ აჟიოტაჟი ატყდა. რას არ წერდნენ ესპანეთში. ოქროს...

გრიზმანს ნარჩენები მიაყარეს
ჩანაწერი

გრიზმანს ნარჩენები მიაყარეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები ანტუან გრიზმანის მაისურებს წვავენ და ფრანგი ფორვარდის მისამართით სხვადსხვა ფორმით უპატივცემულობას გამოხატავენ. კვირას, დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა და მოიგო კიდეც – ალვარო მორატას ერთდერთი გოლით „ხეტაფესთან“. „ვანდა მეტროპოლიტანოსთან“ მისადგომებთან გრიზმანის „ვარსკვლავი“ განთავსებული. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი მადრიდელთა ფანები ამ გამოსახულებას უდიერად მოექცნენ – იქაურობა დაანაგვიანეს, ტალახით, ქვებით,...