„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესი პირობას დებს, რომ თუ „ლა როხა” ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ის თავს გადაიხოტრავს. „თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით თავს გადავიპარსავ ან პარიკმახერს ვეტყვი რაღაც სხვა ჩამიტაროს, — თქვა ესპანელმა მსოფლიოში უპრეცედენტო ზამთრის მუნდიალის წინ, — ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის წევრებსაც ძალიან გვინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ....
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონას მომავალი პრეზიდენტი
„ტვიჩი” პირდაპირი ტრანსლაციების სერვისია, ხოლო იბაი ლიანოსის „ტვიჩი” ინტერნეტ ვარსკვლავ იბაი ლიანოს ეკუთვნის და მას 11,1 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევით, რომ „ბარსელონას” ლეგენდამ ჟერარდ პიკემ პამპლონაში ფეხბურთიდან (წითელი ბარათით) წასვლის მეორე დღეს სწორედ იბაის გასცა კითხვებზე პასუხები, რომელთა შემოკლებულ ვარიანტს ქვემოთ მოვიყვანთ. „ბარსელონას” პრეზიდენტობა: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მე „ბარსას” პრეზიდენტობა მომინდება, თუმცა...
გატუზო და ჩავი სხვადასხვა თამაშებს უყურებდნენ
„ვალენსიამ” „ბარსელონასთან” 0:1 წააგო. გოლი 90+3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელსაც „მარკას” აზრით მთელი შეხვედრის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ… რაფინიას ბოლო წამის პასს აუხტა და გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. გიორგიმ პირველ ტაიმში მასთან პირისპირ შესულ ანსუ ფატის არ გაატანინა, კარიდან გამოვიდა და ბურთს გზა გადაუღობა. ფატის დარტყმული მას სახეში მოხვდა. სულ დასაწყისში კი იყო ერთი...
გატუზო: მე რომ დავრბოდი ჩავი თამაშობდა
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბარსელონას” მასპინძლობს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ვინ აკლია გუნდს: პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს და არა დაცვაში. უკანა ხაზში მხოლოდ დიაკაბი გვაკლია, შუა ხაზში კი ნიკო და იუნუსი არ გვეყოლება. ფულკიე: ვერ გეტყვით იქნება თუ არა მოედანზე. ჯერ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ „ბარსას” წინააღმდეგ და...
ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც ვფიქრობდითო…
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარ მწვრთნელ ჩავის შეხვდა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე ესაუბრა, სადაც ოთხი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, 7 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, ჯგუფს კი 12 ქულთ მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელმაც უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ლაპორტას აზრით, ზედიზედ მეორე წელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა (რასთანაც...
ტერ შტეგენი მამლებში?
ბარსელონას მეკარემ, ანდრე ტერ შტეგენმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ „ტოტენჰემში“ გააგრძელოს. ლონდონელები მას უგო ლორისის შემცვლელად მოიაზრებენ. ფრანგი კარის დარაჯი ხომ დეკემბერში 36 წლის ხდება. 30 წლის ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში გერმანელმა 9 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაუშვა. კატალონიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ლორისი „მამლების“...
იუნაიტედში თამაში კი არ უნდოდა
ფრენკი დე იონგმა თქვა, რომ მართალია ერთხანს „ბარსელონაში” მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი გაურკვევლად იყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა არასდროს სდომებია. 25 წლის ნიდერლანდელი ზაფხულში კატალონიის კლუბთან ფინანსებზე დავობდა. „კამპ ნოუზე” დღემდე მისი მილიონები მართებთ. „ბარსელონა” დე იონგს სთავაზობდა სხვაგან გადასულიყო, ან ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმებოდა. პარალელურად კატალონიელებმა საერთო ენა გამონახეს „მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომლის თავკაცად, სწორედ...
ჩავი გაბრაზებულია
მიუნხენის „ალინც არენაზე” „ბაიერნმა” „ბარსელონას” 2:0 მოუგო. ბავარიელებთან წაგება კატალონიელებისთვის შესაძლოა უცხო შეგრძნება არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცუდად არ უთამაშიათ. „ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი იმ „ბარსას” ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბოლოს, 2015 წელს დაამარცხა „ბაიერნი”. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „დღეს მეტოქეს ბევრ ასპექტში ვჯობდით. ფიზიკურად უკეთესები ვიყავით, პირველ ტაიმში უპირატესობა მთლიანად ჩვენი იყო. გაღიზიანებული...
სადიო მანე: ფრთხილად, თომას!
„ბაიერნის” ვარსკვლავს თომას მიულერს ყოფილ თანაგუნდელ და პარტნიორ რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება არ აშინებს. პოლონელი ლევანდოვსკი რვა წლის განმავლობაში თამაშობდა „რეკორდმაისტერში” და მიულერთან ერთად უდიდესი ჯილდოები, მათ შშორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში” „გაიქცა”. დღეს ლევანდოვსკი „ალიანც არენაზე” მეტოქის რანგში ბრუნდება. „ბარსელონა”, „ბაიერნი”, „ინტერი” და „პლზენი” წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში შეყარა. პოლონელის დანაკლისი...
ლედესმა, დიდი ადამიანი!
„კადისისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის მატჩზე, ანგარიშზე, მოგებასა და წაგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძელთა ანუ „კადისის” არგენტინელმა მეკარემ ხერემიას, იგივე კონან ლედესმამ მთელი მინდორი გადაკვეთა და გულშემატკივარს, რომელსაც ტრიბუნაზე გულის შეტევა მოუვიდა, დეფიბრილატორი მიურბენინა. ლა ლიგის თამაში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე” თითქმის ერთი საათით შეჩერდა. ამ მომენტისთვის ჩავის...









