„ბაიერნის” ვარსკვლავს თომას მიულერს ყოფილ თანაგუნდელ და პარტნიორ რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება არ აშინებს. პოლონელი ლევანდოვსკი რვა წლის განმავლობაში თამაშობდა „რეკორდმაისტერში” და მიულერთან ერთად უდიდესი ჯილდოები, მათ შშორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში” „გაიქცა”. დღეს ლევანდოვსკი „ალიანც არენაზე” მეტოქის რანგში ბრუნდება. „ბარსელონა”, „ბაიერნი”, „ინტერი” და „პლზენი” წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში შეყარა.
პოლონელის დანაკლისი მიულერსა და მის თანაგუნდელებს სენეგალელმა სადიო მანემ არ შეუმსუბუქა. ის ბავარიაში „ლივერპულიდან” ამ ზაფხულს გადავიდა და 6 ტურში 3 გოლი გაიტანა.
„მანე მეხუმრა, ფრთხილად იყავი პასი მექანიკურად ლევანდოვსკის არ მისცეო, — თქვა „მარკასთან” ინტერვიუში ლევანდოვსკიმ, — „ბარსელონასთან” ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ლევის გადაჭარბებულ ყურადღებას არ დავუთმობთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
