უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ შინ თურქულ „სივასსპორთან“ 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ საქმე გაირთულა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთში ჰანდიკაპით ჩავსულიყავით. მამუჩაშვილის გოლით „დინამო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა და ჩვენებს მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები. თუმცა, მანამდე უღიმღამოდ მოთამაშე „სივასმა“ როგორც კი თამაში ააჩქარა, ზღვისპირული გუნდის დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი და თურქებმა...
ჭდე: ბათუმი
ბათუმი თუ სივასს დაამარცხებს…
შვეიცარიაში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე. თუმცა, მანამდე თურქული „სივასპორია“ დასაძლევი, რომელსაც „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 და 12 აგვისტოს შეხვდება. ქართულ – თურქული კლუბების ორრაუნდიან დაპირისპირებაში უკეთესი, ბულგარულ „ლოკომოტივსა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის გამარჯვებულის მეტოქე იქნება. მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.
ქართული ოთხში ერთი
ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,...
ეროვნულში ლიდერი ისევ შეიცვალა
პირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“ ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ. აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს. აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის...
ბათუმი ისევ თავშია
კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე 2:0 იგებდა… საერთოდ,...
უეფამ მეორე დაალაგა
ნიონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. თუ კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაამარცხებს, შემდეგ მეტოქედ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ ელოდება. პირველი მატჩი 20-21 ივლისს პირეოსში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს თბილისი ან ბაქო უმასპინძლებს. გაირკვა კონფერენციის ლიგაში მონაწილე სამივე ქართული კლუბის...
შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...
ხარისხიანი ლეგიონერი
ქართველი ფეხბურთელი კახა მახარაძე 2009 წელს სათამაშოდ უზბეკეთში წავიდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უზბეკეთი „მისი“ გახდებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. სულ კი, 339 მატჩი დაუგროვდა. მახარაძე უზბეკეთში ყველაზე „ხარისხიან ლეგიონერად“ ითვლება: 5-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, პირველი...
სტუმართა ტური
მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. ლიდერთაგან „ბათუმმა“ „სამტრედიას“ მოუგო (0:2), „დინამომ“ კი „საბურთალო“ გაანადგურა (0:4). აი „დილა“ კი შინ დებიუტანტ „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ფაქტი ერთია, სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ „სამგურალმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ამიტომ, „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს გორული წარმატება მთლად...
ბათუმური ზღაპარი
ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა. და აი, 8 მაისს, უკვე...









