„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი ლორან კოსიელნისა და ჩრდილოლონდონური კლუბის კონფლიქტით გაკვირვებულია. კოსიელნი „მეთოფეებს” აშშ-ში, სეზონისწინა შეკრებაზე არ გაჰყვა და გაფიცვით ცდილობს კლუბი მის საფრანგეთში გაყიდვაზე დაიყოლიოს. 33 წლის მცველის შეძენა მისი მშობლიური ქვეყნიდან „რენსა” და „ბორდოს” უნდა. არადა, „არსენალთან” ფრანგს იურიდიულად კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს. „მეთოფეები”, რომელთაც გუშინ, ლოს ანჯელესში, „ბაიერნს” 2:1 მოუგეს, კოსიელნის...
ჭდე: არსენ ვენგერი
ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა
არსენ ვენგერი ინტერნეტ-სენსაციად იქცა. „არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 69 წლისაა, მთელი კარიერა დაბალ ლიგებში თამაშობდა და უცებ მსოფლიოს მოედო ფოტო სადაც ის ფეხბურთის ლეგენდას, 46 წლის ზინედინ ზიდანს ფინტით აბითურებს. „რეალის” 46 წლის მწვრთნელისთვის ასეთ ფოტოზე მოხვედრა ალბათ უხერხულიც კი იყო. სოციალური ქსელები კომენტარებით გადაივსო. „როგორ ატყუებს ვენგერი ზიდანს მოედნის ცენტრში… ეს სპორტის ისტორიის ფოტოებიდან...
ვენგერმა ბაქო კოშმარიაო
„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის...
ვან დიიკის დანაშაულებრივი შეცდომა
არსენ ვენგერმა და რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დიიკის შეცდომას დანაშაულებრივი უწოდეს — ლაპარაკია ლუის სუარესის გოლზე „ლივერპულის” კარში. „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონამ” „ლივერპულს” 3:0 მოუგო. სუარესის გოლი სამიდან პირველი იყო. ეპიზოდი ალბათ ყველას ახსოვს: ჟორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ბურთი მერსისაიდელთა საჯარმოში ჩააწოდა, სადაც ყოფილმა ლივერპულელმა ვან დიიკის „ჩაძინებით” ისარგებლა და ის კარში შეაგდო....
დიდი მთხოვნელები და ერთგულება
„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ ვილნევმა ინტერვიუში არსენ ვენგერისა და კარიერის გაგრძელების იმ ვარიენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის მეგობარს იმ პერიოდში ჰქონდა. მოგეხსენებათ, ფრანგმა მწვრთნელმა ლონდონის გუნდი 22 წლიანი ეპოქის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ვილნევი ამბობს, რომ მას გერმანიასა და ესპანეთში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა. „იყო ორი კლუბი, რომელთაც ყოველთვის უნდოდათ მისი გადაბირება,...
ვენგერი ბაიერნში?
დაირხა ჭორი, რომ „ბაიერნის” შეფობა პრეს-კონფერენციას გეგმავს. თემა: არსენ ვენგერი და „რეკორდმაისტერი” ანუ მართალია თუ არა, რომ ფრანგი ბავარიელთა თავკაცი გახდება. ბოლო დღეებში „არსენალის” ყოფილ თავკაცს „ბაიერნთან” ძალიან ინტენსიურად აკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მართალია ინიციატივა „ბაიერნს” ეკუთვნის, მაგრამ ვენგერიც მზად არის მოლაპარაკებისთვის ანუ სამსახურით დაინტერესებულია. „ლე პარიზიენი” წერს, რომ 68 წლის მწვრთნელმა ფრანგულ პრესას განუცხადა:...
ვენგერის ყველაზე დიდი შეცდომა
ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა მოულოდნელი რამ თქვა: „არსენალში” 22 წელი მუშაობა ჩემი დიდი შეცდომა იყოო. ფრანგმა ლონდონის კლუბი ზაფხულის დასაწყისში დატოვა. ორი დეკადის განმავლობაში ვენგერმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული და შვიდჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი, მაგრამ ბოლო წლებში სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა. კომპანია, რომელიც „არსენალის” ფანებმა გააჩაღეს ცნობილი გახდა სახელწოდებით Wenger Out ანუ „ვენგერი წავიდეს”. ამ კამპანიის წამოწყების...
რეალური თავსატეხი
დროის კარგვა სისულელეა. ფლორენტინო პერესი და „რეალის” დირექტორატის წევრები ზინედინ ზიდანის გადადგომიდან ორიოდ საათში ტელეფონს მიუსხდნენ და ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგნენ. „მარკასთვის” დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მათ იმავე დღეს დაურეკეს მაურისიო პოჩეტინიოსა და იოაჰიმ ლიოვს. პოჩეტინიო პირველია ვისი სახელიც „რეალის” ოფისში გაახსენდათ. თუ არგენტინელი დათანხმდება, ჩათვალეთ, რომ მადრიდელებს გაუმართლათ და ყველაფერი იოლად აეწყოთ. გუშინ დაიწერა,...
ესეც, არსენალის მწვრთნელი!
რა მიკელ არტეტა, რის მიკელ არტეტა… უნაი ემერი! აი, ვინ გახდება „არსენალის” ახალი მწვრთნელი და ეს ამბავი დღეს-ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება. არადა, „მეთოფეთა” შეფები გასულ კვირაში თავიანთი გუნდის ყოფილ კაპიტანს შეხვდნენ და ყველაფერზე გაურიგდნენ. ესპანელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირას ხსენებული შეფები გაიტრუნენ, ორშაბათს კი პარიზი-ლონდონის თვითმფრინავს სხვა ესპანელი, უნაი ემერი ჩამოჰყვა...
პრემიერლიგის ბუმბერაზები
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ პრემიერლიგა დიდ შეჯიბრებად მისი და არსენ ვენგერის დაპირისპირებამ ჩამოაყალიბა. „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის წინ „იუნაიტედის” ლიგენდარულმა მწვრთნელმა ყოფილ მოწინააღმდეგეს ღირსეული პატივი მიაგო და საჩუქარი გადასცა. 76 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჩვენი ქიშპი შეჯიბრების ჰაილაითი იტო. „იუნაიტედი” „არსენალის” წინააღმდეგ დიდი თამაში გახლდათ. სწორედ მან შექმნა პრემიერლიგა. როდესაც არსენი „არსენალში”...






