ევროლიგის ფინალში „ვილიარეალი” გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „არსენალი” გავარდა ანუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროლიგაშიც ინგლისური ფინალი ვერ შედგება — „მანჩესტერ იუნაიტედს” „ვილიარეალთან” მოუწევს საქმის დაჭერა. კიდევ, „არსენალის” გავარდნა იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბმა 26 წლიანი უწყვეტი ევროისტორია დაასრულა. თუმცა, მაინც დავურთოთ სიტყვა სავარაუდოდ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ „მეთოფეები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან და მეექვსეზე...
ჭდე: არსენალი
ფინალზე ქომაგები დაუშვეს
უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ...
მომყიდეთ არსენალი
დანიელ ეკი ინტერნეტ-სერვის Spotify-ს დამფუძნებელია. შვედი ბიზნესმენი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ 5 მილიარდ ევროდ აფასებს, ლონდონის „არსენალის“ ყიდვას გეგმავს. მის ბანაკში უკვე მოიაზრებიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და პატრიკ ვიეირა. თუ შვედი საწადელს მიაღწევს, ეს სამეული კლუბის ხელმძღვანელობაში დაიკავებს ადგილებს. ცოტა ხნის წინ ანრიმ საყვედურით თქვა, ახლანდელი მფლობელი სტენ კრონკე კლუბს საფეხბურთო ერთეულად კი არა, ჩვეულებრივ...
ობამეიანგი ორი კვირა ცუდად ყოფილა
პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაბონის ნაკრებში მალარია შეეყარა. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა „არსენალის” კაპიტანმა ევროლიგის მეოთხედფინალში პრაღის „სლავიას” წინააღმდეგ. „არსენალმა” „სლავიას” 4:0 მოუგო. ობამეიანგმა ინსტაგრამზე არყოფნის მიზეზი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაწერა. „მეთოფეთა” ფორვარდმა თქვა, რომ თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდად გრძნობდა. გაბონის ნაკრებმა 25 მარტს აფრიკის ერთა თასზე კონგოს მოუგო 3:0. ერთი გოლი ობამეიანგმაც...
არტეტას ფეხბურთელები უჯანყდებიან
„არსენალში” სკანდალი მწიფდება. მიკელ არტეტას ფეხბურთელების მზარდ უკმაყოფილებასთან უწევს გამკლავება. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ გუნდის პრობლემები მწვრთნელს კი არა, მათ ბრალდებათ. წამყვანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათი ესპანელი თავკაცი კლუბში შექმნილ სურათს არასწორად ხატავს. „სანმა” შეიტყო, რომ „არსენალში” არტეტას პოზიცია — მე კარგ ფეხბურთს ვქადაგებ, მაგრამ ისინი ჩემს იდეებს მოედანზე ხორცს ვერ ასხამენ — უსამართლოდ მიაჩნიათ....
არტეტამ ვერაფერი გაიგო
მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს. არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს. მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი,...
ლამელას რაბონა და ჟოზეს ბრაზი
„არსენალმა” „ტოტნჰემ ჰოთსპურს” 2:1 მოუგო. ეს იყო ჩრდილოლონდონური დერბი, რომელიც 1887 წლიდან იღებს სათავეს. ანგარიში „სფურზის” არგენტინელმა ნახევარმცვლელმა, 29 წლის ერიკ ლამელამ ულამაზესი დარტყმით გახსნა, რომლის ჩანაწერსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამ დარტყმას მთელს მსოფლიოში რაბონა ჰქვია. რაბონა დარტყმა არის საფეხბურთო ილეთის ის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე დამრტყმელ ფეხს საყრდენი ფეხის უკან აჯვარედინებს და ბურთს იქიდან არტყმას. ლამელას...
ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?
ჟოან ლაპორტას „ბარსელონას” პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველაფერი, რაც ამ კლუბზე იწერება ყურადღების ცენტრშია. ასე მაგალითად, „ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ფრანგმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ერთ მშვენიერ დღეს „ბარსას” მწვრთნელად სიამოვნებით ვიმუშავებდიო და მისი ეს ნათქვამი დღეს მთელს ესპანეთს მოედო. „მე ჯერ ვსწავლობ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. მინდა თუ არა რომ...
ორ წამში ჩატეული კარიერა
1999 წლის 22 აგვისტოს ლონდონის „ჰაიბერიზე“ ჯიგრიანი ბურთაობა იყო. იქაური „არსენალი“ სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერს“ მასპინძლობდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბერხკამპმა ლიუნგბერგს უპასა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში „ეშმაკებმა“ იძალეს და როი კინის წყვილი გოლით წინაც კი გავიდნენ, თუმცა ამბავი, რომლის გამოც ეს წერილი იწერება, მერეღა მოხდა… სულ ბოლო წამებზე „არსენალმა“ ჯარიმის უფლება მიიღო. ბურთი საჯარიმოში...
კაცი ტელევიზორთან
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი. „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა...









